NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა
Aa
Aa

NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა

სან ანტონიო - მინესოტა

სან ანტონიო, ფენიქსთან განცდილი მარცხის შემდეგ, შურისძიებას მინესოტასთან შეეცდება. ტეხასელებს, ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, ოთხი მოგება აქვთ აქტივში. 31 მოგებით და 9 მარცხით, ისინი დასავლეთ კონფერენციის მე-2 ადგილზე იმყოფებიან.

 

ბოლო ტურში, ასევე მარცხი განიცადა მინესოტამ. ტიმბერვულვზის მოთამაშეები, სტუმრად დალასთან დამარცხდნენ. რუბიოს და კამპანიას, ბოლო ხუთივე გასვლა წაგებული აქვს. 14 მოგებით და 27 მარცხით, მინესოტა ამავე კონფერენციის მე-12 ადგილს იკავებს.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, ხუთივეშ გამარჯვება სან ანტონიოს დარჩა. პარკერი და კამპანია, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ მხოლოდ 92.8 ქულას უშვებს. მინეოსტა, ბოლო ხუთ გასვლაზე, საშუალოდ 97.2 ქულას აგროვებს.

 

ვფიქრობთ, სან ანტონიო არ გადადეს საქმეს ბოლოსთვის და თავიდანვე შეეცდება უპირატესობის მოპოვებას, შესაბამისად, 1 გუნდის ქულები1 ნახევარში  @ 53.5 მეტი

ტრავმები :

სან ანტონიო - დეჯუნტე მიურეი;

მინესოტა - არავინ;

 

 

ბრუკლინი - ტორონტო

ისევ ვერ ახერხებს გამარჯების მოპოვებას ბრუკლინი. ნეთსის კალათბურთელები ბოლო ტურში, შინ ჰიუსტონთან განადგურდნენ 112-137. მასპინძლებს, ბოლო ხუთივე საშინაო შეხვედრა წაგებული აქვთ. 8 მოგებით და 32 მარცხით, ისინი აღმოსავლეთ კონფერენციის ბოლო მე-15 ადგილს იკავებენ.

 

მიჯრით სამი მოგება აქვს ტორონტოს. კანადელებმა, ბოლო ტურში შინ დაამარცხეს ნიუ-იორკი 116:101. სტუმრებმა, ბოლო ხუთი გასვლითი შეხვედრიდან, ერთხელ მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. 27 მოგებით და 13 წაგებით, ტორონტო ამავე კონფერენციის მე-2 პოზიციაზე იმყოფება.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, ყველა მათგანში გაამრჯვება ტორონტომ მოახერხა. ბრუკლინი, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში საშუალოდ 115.8 ქულას უშვებს. ტორონტო კი თავის მხრივ, ბოლო ხუთ გასვლაზე, საშუალოდ 105 ქულას აგროვებს.

 

სტატისტიკურად, ორივე გუნდი ყველაზე ხშირად სწორედ მე-2 მეოთხედში იხსნება. შესაბამისად, უპრიანი იქნება ვიფიქროთ, რომ უხვქულიანი მე-2 მეოთხედი გვექნება.

 

მე-2 მეოთხედის ქულების რაოდ. 54.5@ მეტი

ტრავმები :

ბრუკლინი - არავინ;

ტორონტო - ჯარედ სელნჯერი, დელონ რაითი.

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები