კლოპი:
Aa
Aa

კლოპი: "მეტოქე ფონს გასვლას ჩაწოდებებით ცდილობდა"

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის იურგენ კლოპის თქმით, "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ მისმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა და მოგებასაც იმსახურებდა.

"როცა ვიგებდით და მანჩესტერს არაფერი გამოსდიოდა, ისინი ჩაწოდებებზე გადავიდნენ და ცდილობდნენ იბრაჰიმოვიჩისთვის და ფელაინისთვის მიეწვდინათ ბურთი".

"ვფიქრობ, არ გაგვიმართლა, რადგან თავისუფლად შეგვეძლო მოგება და ალბათ ეს უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა. საბოლოოდ, შემიძლია ვთქვა, რომ გულშემატკივარმა კარგი ფეხბურთი იხილა". - აცხადებს კლოპი.

"ოლდ ტრაფორდზე" გამართულ მატჩში ანგარიში ჯეიმს მილნერმა გახსნა, ხოლო გამათანაბრებელი ბურთი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შეხვედრის დამთავრებამდე 6 წუთით ადრე შეაგდო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები