რობენმა
Aa
Aa

რობენმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა არიენ რობენმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

32 წლის ჰოლანდიელის ხელშეკრულება "ბაიერნთან", 2018 წლის 30 ივნისამდე იმოქმედებს.

არიენს ჩინეთიდან ჰქონდა შეთავაზებები, თუმცა უარი განაცხადა.

მან ამ ფაქტზე კომენტარიც გააკეთა: "ბაიერნში" შესანიშნავი წლები გავატარე. ვთამაშობ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში და არ ვიცი აქედან სად უნდა წავიდე.

ჩინეთი? ვფიქრობ, რომ ჩინეთში წასვლა საფეხბურთო კარიერის დასრულებას ნიშნავს", - განაცხადა რობენმა.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი "ბაიერნში" 2009 წლიდან თამაშობს და ამ ხნის განმავლობაში 5-ჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, ოთხჯერ ქვეყნის თასის მფლობელი, ხოლო 2013 წელს - ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.

 

მომზადებულია Bild.de-ს მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები