რონალდუს ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე მეტი პენალტი დაუგროვდა!
Aa
Aa

რონალდუს ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე მეტი პენალტი დაუგროვდა!

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ესპანეთის ჩემპიონატის ცენტრალურ შეხვედრაში, მადრიდის "რეალი" სტუმრად "სევილიას" დაუპირისპირდა და მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იწვნია (2-1).

"სამეფო გუნდის" რიგებიდან, ერთადერთი გოლი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა, რომელმაც კარვახალზე დანიშნული "თერთმეტმეტრიანი" ზუსტად შეასრულა. ეს კი, პორტუგალიელისთვის "ლა ლიგაში" გატანილი 56-ე პენალტი გალდათ, რითაც იგი უგო სანჩესს გაუთანაბრდა. რონალდუს "რეალის" მაისურით სულ 63 თერთმეტმეტრიანი აქვს შესრულებული, საიდანაც მხოლოდ 7 გააცუდა. ხოლო კარიერის განმავლობაში კრიშტიანუს, ყველა გუნდის მაისურით სულ 70 პენალტი აქვს გატანილი.

მთლიანად, ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო პენალტისტთა ხუთეული კი ასე გამოიყურება:

 

1. კრიშტიანუ რონალდუ  -  56 პენალტი

2. უგო სანჩესი  -  56 პენალტი

3. რონალდ კუმანი  -  46 პენალტი

4. ლიუბოსლავ პენევი  -  43 პენალტი

5. ლიონელ მესი  -  42 პენალტი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები