NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა
Aa
Aa

NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა

ატლანტა - მილოუკი

ბოლო ტურში, ბოსტონთან განცდილი დასანანი მარცხის შემდეგ, ატლანტა შინ მილოუკის დამარცხებას შეეცდება. არწივებს, ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, 3 მოგება აქვთ აქტივში. 22 მოგებით და 17 წაგებით, ატლანტა აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 ადგილს იკავებს.

 

კარგი განწყობით ხვდება ამ მატჩს მილოუკი. ბაქსის კალათბურთელებმა, გასულ ტურში მაიამის დამარცხება მოახერხეს. სტუმრებს, ბოლო ხუთი გასვლიდან, ოთხ მათგანში გამარჯვება აქვთ მოპოვებული. 20 მოგებით და 18 მარცხით, მილოუკი მეტოქეს 1 ადგილით ჩამორჩება და ამავე კონფერენციის მე-5 ადგილს იკავებს,

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, სამში გამარჯვება ჰოუქსს დარჩა. ჰოვარდი და კამპანია, ბოლო სამ საშინაო შეხვედრაში საშუალოდ 106 ქულას აგროვებს, რა დროსაც მილოუკი ბოლო სამ გასვლაზე საშუალოდ 102.3 ქულას უშვებს.

უპრიანი იქნება ვივარაუდოთ, რომ ატლანტა ზედიზედ მეორე საშინაო შეხვედრას არ დათმობს. @ 1

ტრავმები:

ატლანტა - არავინ;

მილოუკი - არავინ;

 

 

ბრუკლინი - ჰიუსტონი

გრძელდება ბრუკლინის წარუმატებელი სერია. ბოლო ტურში, ნეთსის მოთამაშეები სტუმრად ტორონტოსთან განადგურდნენ 113:132. ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, მასპინძლებმა ხუთივე დათმეს. 8 მოგებით და 31 მარცხით, ისინი აღმოსავლეთ კონფერენციის ბოლო მე-15 ადგილზე იმყოფებიან.

 

ზედიზედ ორი მარცხი განიცადა ჰიუსტონმა. ბოლო ტურში როქეთსელები შინ დამარცხდნენ მემფისთან 105:110. ბოლო ხუთი გასვლითი შეხვედრიდან, ჰიუსტონმა სამი მათგანი დაამთავრა თავის სასარგებლოდ. 31 გამარჯვებით და 11 მარცხით, ჰარდენი და კამპანია, დასავლეთ კონფერენცის მე-3 ადგილს იკავებს.

გუნდების ხოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, სამში გაამრჯვება ჰიუსტონს დარჩა. ბრუკლინი, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 108.6 ქულას უშვებს. ჰიუსტონი, ბოლო ხუთ გასვლაზე, საშუალოდ 113.2 ქულას აგროვებს.

ვფიქრობთ, ჰიუსტონი თავიდანვე შეუდგება საქმეს და არ გაიხდის ამ მატჩის მოგებას სანერვიულოდ.

1 ნახევარში, მე-2 გუნდის ფორა @ 2 – 5.5

 

ტრავმები :

ბრუკლინი - აიზაი ვაითსაიდი;

ჰიუსტონი - კლინტ კაპელა.

 

 

მემფისი - ჩიკაგო

ბოლო ტურში, საკმაოდ ხმაურიანი გაამრჯვების შემდეგ სტუმრად ჰიუსტონთან, მემფისი შინ ჩიკაგოს დამარცხებას შეეცდება. გრიზლებს, ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრებიდან, სამჯერ აქვთ წარმატებისთვის მიღწეული. 25 მოგებით და 17 წაგებით, მემფისი დასავლეთ კონფერენციის მე-6 ადგილს იკავებს.

 

კარგ ხასიათზე ხვდება ამ მატჩს ასევე ჩიკაგოც. ხარებმა, ბოლო ტურში შინ წყანარად დაამარცხეს ნიუ ორლეანი 107-99. მასპინძლებს, ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, ასევე სამი მოგება აქვთ აქტივში. 20 მოგების წილ 21 წაგებით, ჩიკაგო აღმოსავლეთ კონფერენციის მე-9 ადგილზე იმყოფება.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, სამში გამარჯვება მემფისს დარჩა. პანდა და კამპანია, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 92,4 ქულას უშვებს. რაც შეეხება ჩიკაგოს, ხარები ბოლო ხუთ გასვლაზე, საშუალოდ 99 ქულას აგროვებენ.

სტუმრებს, დიდი ალბათობით, ნიკოლა მიროტიჩი და დუეინ ვეიდი დააკლდებათ.

აქედან გამომდინარე, ნაკლებშედეგიან შეხვედრას უნდა ველოდოთ.

ქულების რაოდენობა 198.5 @ ნაკლები

 

ტრავმები :

მემფისი - არავინ;

ჩიკაგო - დუეინ ვეიდი, ნიკოლა მიროტიჩი.

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები