NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა
Aa
Aa

NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა

იუტა - ორლანდო

ბოლო ტურში, დეტროიტის განადგურების შემდეგ, იუტა მორიგ ტურში ორლანდოს „მონელებას“ შეეცდება. მასპინძლებს, ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, 4 მოგება აქვთ აქტივში. 25 მოგებით და 16 მარცხით, ისინი დასავლეთ კონფერენციის მე-4 ადგილს იკავებენ.

 

კარგი განწყობით ხვდება ამ მატჩს ორლანდოც. მეჯიქის კალათბურთელებმა, წინა ტურში სტუმრად დაამარცხეს პორტლენდი. სტუმრებმა, ბოლო ხუთი გასვლიდან, ორჯერ მიაღწიეს წარმატებას. 17 მოგებით და 24 მარცხით, ორლანდო  აღმოსავლეთ კონფერენციის მე-12 ადგილზე იმყოფება.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, სამში გამარჯვება ჯაზმენებს დარჩათ. იუტა, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 88.4 ქულას უშვებს, ორლანდო კი ბოლო ხუთ გასვლაზე საშუალოდ 105 ქულას აგდებს. მათი ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, არც ერთში არ დაფიქსირებულა 197.5 @ ქულაზე მეტი.

 

შესაბამისად, მატჩი ტოტალი 200.5 @ ნაკლები

ტრავმები :

იუტა - არავინ;

ორლანდო - არავინ;

 

 

 

ვაშინგტონი - ფილადელფია

ბოლო ტურში, სტუმრად ბოსტონთან მარცხის შემდეგ, ვაშინგტონი შინ ფილადელფიის დამარცხებას შეეცდება. მასპინძლებს, ბოლო ხუთივე საშინაო შეხვედრა მოგებული აქვთ. 19 მოგების წილ 19 მარცხით, ისინი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-7 ადგილზე იმყოფებიან.

 

კარგად მისდის საქმე ბოლო ტურებში ფილადელფიას. სიქსერსის მოთამაშეებმა ბოლო ხუთი შეხვედრიდან ოთხში გაიმარჯვეს. რაც შეეხება გასვლებს, აქ მოგების მაჩვენებელი ორს უტოლდება. 13 მოგებით და 25 წაგებით, ისინი ამავე კონფერენციის მე-13 ადგილს სჯერდებიან.

 

გუნდები ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, ოთხშ გამარჯვება ვაშინგტონს დარჩა. დედაქალაქელები, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 109.8 ქულას აგდებენ. ხოლო ფილადელფია ბოლო ხუთ გავსლაზე, საშუალოდ 105.8 ქულას უშვებს.

უპრიანი იქნება ვივარაუდოთ მასპინძლების ფორა 1 @ -6.5

 

ტრავმები :

ვაშინგტონი - ტომაშ სატორანსკი;

ფილადელფია - ჯოელ ემბიდი, ბენ სიმონსი.

 

 

 

ფინიქსი - სან ანტონიო

ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, ფინიქსს შინ ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს, ხვდება რა სან ანტონიოს. მასპინძლებს, ბოლო ხუთ საშინაო შევხედრიდან, სამში აქვთ წარმატებისთვის მიღწეული. 12 გამარჯვებით და 27 მარცხით, სანსის მოთამაშეების დასავლეთ კონფერენციის ბოლო მე-15 ადგილზე იმყოფებიან.

 

საპირისპირო სიტუაციაა მეტოქეის ბანაკში. ტეხასელებმა, ბოლო ტურში შინ ლეიკერსი გაანადგურეს 134:94. სპირსს, ბოლო ხუთი გასვლითი შეხვედრიდან, სამში აქვს გამარჯვება მოპოვებული. 31 გამარჯვებით და 8 მარცხით, სან ანტონიო ამავე კონფერენციის მე-2 ადგილს იკავებს.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, ოთხ მათგანში გამარჯვება პარკერს და კამპანიას დარჩა. ფინიქსი, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 106 ქულას იღებს საკუთარ კალათში, რა დროსაც სან ანტონიო, ბოლო ხუთ გასვლაზე, საშუალოდ 110.4 ქულას აგროვებს.

ვფიქრობთ, სან ანტონიო თავიდანვე შეუდგება საქმეს და პირველ ნახევარშივე შეეცდება მოიპოვოს მეტ-ნაკლებად კომფორტული ჰანდიკაპი.

1 ნახევარში, მე-2 გუნდის ინდ. ტოტალი 53.5 @ მეტი

ტრავმები :

ფინიქსი - არავინ;

სან ანტონიო - დეჯუნტე მიურეი.

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები