NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა
Aa
Aa

NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა

ფილადელფია - შარლოტა

ბევრისთვის მოულოდნელად, ზედიზედ ორი შეხვედრის მოგება მოახერხა ფილადელფიამ. ამაღამ, ის საკუთარ მოედანზე შარლოტას მიიღებს. მასპინძლებს, ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან სამი მოგება აქვთ აქტივში. 11 მოგებით და 25 მარცხით, ფილადელფია აღმოსავლეთ კონფერენციის მე-13 ადგილზე იმყოფება.

 

შარლოტა, რომელსაც მიჯრით სამი შეხვედრა აქვს წაგებული, კარგი შანსი აქვს ნავსი გატეხოს. სტუმრებს, ბოლო ხუთი გასვლიდან მხოლოდ ერთი აქვთ მოგებული. 20 მოგების წილ 19 მარცხით, შარლოტა ამავე კონფერენციის მე-7 ადგილს იკავებს.

 

გუნდების ბოლო ხუთივე ურთიერთშეხვედრა, შარლოტას გამარჯვებით დამთავრდა. ფილადელფია ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 100.6 ქულას უშვებს. შარლოტა თავის მხრივ, ბოლო ხუთ  გასვლაზე, საშუალოდ 108.8 ქულას აგროვებს.

დროა, შარლოტამ ნავსი გატეხოს და შეძლოს გამარჯვება @ 2

ტრავმები :

ფილადელფია - ბენ სიმონსი, ჯოელ ემბიდი.

შარლოტა - ნიკოლას ბატუმი, ჯერემი ლამბი.

 

 

ატლანტა - ბოსტონი

კარგი განწყობით ხვდება ამ მატჩს ატლანტა ჰოუქსი. არწივებს ზედიზედ ხუთი შევხედრა აქვთ მოგებული. ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, მათ სასარგებლოდ სამი დამთავრდა. 22 მოგებით და 16 მარცხით, მასპინძლები აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 პოზიციას იკავებენ.

 

კარგი ფორმა აქვს აკრეფილი ასევე ბოსტონს. მწვანეებმა, ბოლო ტურში ვაშინგტონი დასცეს შინ 117:108. სელტიკსის კალათბურთელებს, ბოლო ხუთი გასვლიდან, სამჯერ აქვთ წარმატებისთვის მიღწეული. 24 გამარჯვებით და 15 მარცხით, ბოსტონი ამავე კონფერენციის 1 საფეხურით მაღლა, მე-3 ადგილზე იმყოფება.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, სამი ატლანტას სასარგებლოდ დამთავრდა, ხოლო როცა მასპინძელი ატლანტა იყო, ხუთივე არწივებმა მოიგეს. ატლანტა, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 100.8 ქულას აგროვებს. ბოსტონი თავის მხრივ, ბოლო ხუთ გასვლაზე, საშუალოდ 112.6 ქულას უშვებს.

უპრიანი იქნება ვივარაუდოთ, რომ ატლანტა შინ არ დათმობს შეხვედრა, მით უმეთეს ფორით.  ფორა @ 1  +2.5

ტრავმები :

ატლანტა - დეანდრე მემბრი;

ბოსტონი - ტაილერ ზელერი, ამირ ჯონსონი, ჯეილენ ბრაუნი, ევერი ბრედლი.

 

 

 

საკრამენტო - კლივლენდი

დეტროიტთან ბოლო ტურში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, საკრამენტო შინ კლივლენდის დამარცხებას შეეცდება. მასპინძლებს, ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, მხოლოდ 1 მოგება აქვთ აქტივში. 16 მოგებით და 22 წაგებით, საკრამენტო დასავლეთ კონფერენციის მე-9 ადგილს სჯერდება.

 

ბევრისთვის მოულოდნელად, ზედიზედ ორი მარცხი განიცადა კლივლენდმა. ბოლო ტურში, ლებრონი და კამპანია სტუმრად პორტლენდთან დამარცხდა სამარცხვინოდ 86:102. ბოლო ხუთი გასვლიდან, სტუმრებმა სამში შეძლეს გამარჯვება.  28 გამარჯვებით და 10 მარცხით, კავალიერსი აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, ოთხში გამარჯვების მოპოვება კლივლენდმა მოახერხა.  საკრამენტო, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 107.2 ქულას უშვებს. კლივლენდი კი, ბოლო ხუთ გასვლაზე, საშუალოდ 107 ქულას აგროვებს.

ვფიქრობთ, ზედიზედ სამი მარცხი, მოქმედი ჩემპიონისთვის ნამეტანი იქნება.

კლივლენდის @ 2

ტრავმები :

საკრამენტო - არავინ;

კლივლენდი - არავინ;

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები