ოფიციალურად: გალიარდინი
Aa
Aa

ოფიციალურად: გალიარდინი "ინტერის" ფეხბურთლია!

"ატალანტას" უნიჭიერესი ახალგაზრდა ნახევარმცველი, რობერტო გალიარდინი კარიერას მილანის "ინტერში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია უკვე თავად "ნერიაძურის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმაც დაადასტურა.

მილანელებმა გალიარდინი სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანეს, რომლის შემდეგაც ფეხბურთელის გამოისყიდვის ვალდებულება ექნებათ. ჯამში ახალგაზრდა მოთამაშე "ინტერს" 25 მილიონი ევრო დაუჯდება. აქედან, გუნდის ახალმა მფლობელებმა 2 მილიონი იჯარაში გადაიხადეს, ხოლო ივლისში ნახევარმცველის შეძენა 20 მილიონი დაუჯდებათ. 3 მილიონს კი "ნერიაძური" ბონუსის სახით იმ შემთხვევაში გადაიხდის, თუ გალიარდინი მასზე დამყარებულ იმედებს გაამართლებს.

მას შემდეგ, რაც გუშინ საღამოს მოლაპარაკებები საბოლოოდ დასრულდა, გალიარდინი მილანისკენ გამოემართა, ხოლო რამდენიმე წუთის წინ, წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები