ლუის ენრიკე:
Aa
Aa

ლუის ენრიკე: "გვეყოფა ტირილი"

როგორც ჩანს, კატალონიის "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს საკუთარი ფეხბურთელების მხრიდან, გუნდის მიერ ნაჩვენები ცუდი შედეგების მსაჯებზე გადაბრალება მობეზრდა და ამის შესახებ, უკმაყოფილება საჯაროდ გამოხატა...

"ყველას თავისი აზრი გააჩნია. ბოლო რამდენიმე თამაშში, მსაჯების მხრიდან ჩვენს საწინააღმდეგოდ მართლაც უამრავი შეცდომა იყო, თუმცა ჩვენ ამ ყველაფერზე მაღლა უნდა დავდგეთ და წუწუნს მოვეშვათ. უნდა ვიმუშაოთ გულმოდგინეთ და ჩვეული ფორმა დავიბრუნოთ. მე ხშირად ვსაუბრობ პიკესთან, რადგან იგი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა. მან იცის, რომ ტირილით საქმეს ვერ ვუშველით" - განაცხადა ლუის ენრკემ.

შეგახსენებთ, რომ მსაჯების თემაზე ხერარდ პიკე განსაკუთრებით აქტიურობდა და ბოლო დროს, მათ მიმართ რამდენიმე გამაღიზიანებელი კომენტარიც გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები