მოდრიჩი - საუკეთესოს ტიტული მეხუთედ!
Aa
Aa

მოდრიჩი - საუკეთესოს ტიტული მეხუთედ!

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი ხორვატიის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მოთამაშემ გამოკითხვაში 110 ქულა მიიღო და ამ მხრივ, 2004 წელს დადო პრშოს მიერ დამყარებული რეკორდი გაიმეორა. ხორვატიის წლის საუკეთესო ფეხბურთელს უკვე 45 წელია ავლენენ, ხოლო მოდრიჩმა ეს ჯილდო მეხუთედ მოიგო.

"ხორვატიაში წლის საუკეთსო ფეხბურთელი მეხუთედ გავხდი, რითიც უდიდეს სიამაყეს განვიცდი. ეს წოდება ჩემს საფეხბურთო კარიერაში ერთ-ერთ განსაკუთრებულ ადგილს იკავებს და ყოველთვის განსაკუთრებულად მემახსოვრება, რადგან 2007 წელს, ეს იყო პირველი ინდივიდუალური ჯილდო, რომელიც მოვიგე. მაშინ წარმოდგენაც კი არ მქონდა, რომ ამ წოდებას კიდევ 4-ჯერ დავიმსახურებდი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჟიურის თითოეულ წევრს" - განაცხადა ლუკა მოდრიჩმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები