NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა
Aa
Aa

NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა

ბრუკლინი - ატლანტა

ზედიზედ ექვსი შეხვედრაა, გამარჯვებას ვერ ახერხებს ბრუკლინი.  ნეთსის კალათბურთელები, ბოლო ტურში მაჩანჩალა ფილადელფიასთან დამარცხდნენ შინ 95:105. ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, მასპინძლებს მხოლოდ 1 გამარჯვება აქვთ მოპოვებული. 8 მოგებით და 28 წაგებით, ისინი აღმოსავლეთ კონფერენციის ბოლო ადგილზე იმყოფებიან.

 

საპირისპიროდაა საქმე ატლანტას ბანაკში. არწივებს მიჯრით 5 მოგება აქვთ მოპოვებული და აღნიშნულზე გაჩერებას ნამდვილად არ აპირებენ. ბოლო ხუთი გასვლიდან, მათ 4 მოგება აქვთ აქტივში. 21 მოგებით და 16 წაგებით, ატლანტა ამავე კონფერენციის მე-4 ადგილს იკავებს.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, ოთხში გამარჯვება არწივებს დარჩათ. ბრუკლინი, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 111.4 ქულას უშვებს. ატლანტა თავის მხრივ, ბოლო ხუთ გასვლაზე საშუალოდ 101.2 ქულას აგროვებს.

ფავორიტის სტატუსის გათვალისწინებით, სტუმრების გამარჯვება @ 2

ტრავმები:

ბრუკლინი - ტრევორ ბუკერი, ჯერემი ლინი

ატლანტა - მო ვილიამსი, დეანდრე მემბრი, მაი დანლივი.

 

 

 

სან ანტონიო - მილოუკი

ბოლო ტურში, შარლოტასთან მოგებული შეხვედრის შემდეგ, სან ანტონიო შინ მილოუკის უმასპინძლებს. ტეხასელებს, ბოლო ხუთივე საშინაო შეხვედრა მოგებული აქვთ. 30 მოგებით და 7 წაგებით, სან ანტონიო დასავლეთ კონფერენციის მე-2 ადგილს იკავებს.

 

მიჯრით ორი წაგება აქვს მილოუკის. ბაქსის კალათბურთელებს, ბოლო ხუთი გასვლითი შეხვედრიდან, სამში გამარჯვება აქვთ მოპოვებული. 18 მოგების წილ 18 მარცხით, მილოუკი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-9 ადგილზე იმყოფება.

 

გუნდების ბოლო ურთიერთშეხვედრიდან, ხუთივეში გამარჯვება სან ანტონიოს აქვს მოპოვებული. სან ანტონიო, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ მხოლოდ 91.8 ქულას უშვებს. მილოუკის მაჩვენებლი გასვლით შეხვედრებში ამ მხრივ 103.4 ქულაა.

ბოლო სამ საშინაო შეხვედრაში, სან ანტონიო 1 მეოთხედში საშუალოდ 24.6 ქულას უშვებს, ხოლო მილოუკი ამ მაჩვენებლით 23.3 ქულას აგროვებს.

ვფიქრობთ, უპრიანი იქნება ვივარაუდოთ, რომ სან ანტონიო 1 მეოთხედშ არ მიიღებს საკუთარ კალათში 25.5 @ მეტ ქულას.

 

ტრავმები:

სან ანტონიო - ლამარკუს ოლდრიჯი;

მილოუკი - რასად ვოგინი, მაიკლ ბიზლი, გიანის ანტეტოკუმპო.

 

 

გოლდენ სტეიტი - მაიამი

გასულ ტურში, სტუმრად საკრამენტოსთან დრამატულ შეხვედრაში გამარჯვების  შემდეგ, გოლდენ სტეიტი მაიამის დამარცხებას შეეცდება. ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, „ოქროს ბიჭუნებს“ 4 მოგება აქვთ აქტივში. 32 მოგებით და 6 მარცხით, ისინი დასავლეთ კონფერენციას ლიდერობენ.

 

საშინელ სეზონს ატარებს მაიამი. საკადრო პრობლემების გამო, მათი წლევანდეი გამოსვლა მეტ-ნაკლებად გასაგებია. ჰითის მოთამაშეებს, ბოლო ხუთი გასვლიდან, მხოლოდ 1 მოგება აქვთ. 11 გამარჯვებით და 28 მარცხით, ისინი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-14 ადგილზე იმყოფებიან.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიეთშეხვედრიდან, ოთხში გამარჯვება გოლდენ სტეიტმა შეძლო. ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, კარი და კამპანია საშუალოდ ფანტასტიურ შედეგს - 120 ქულას აგროვებს. მაიამი თავის მხრივ, ბოლო ხუთ გასვლით შეხვედრაში, საშუალოდ 108.6 ქულას უშვებს. გოლდენ სტეიტმა, ბოლო ხუთ საშიანო შეხვედრიდან ოთხში, შეძლოს 1 მეოთხედის და მთლიანად მატჩის მოგება. ამ სტატისტიკაში მას, მაიამიც „ხელს უწყობს“.

 

შესაბამისად, 1 გუნდის მოიგებს 1 მეოთხედს და მატჩს.

ტრავმები :

გოლდენ სტეიტი - არავინ;

მაიამი - კრის ბოში, ლუკ ბაბიტი, ჯოშ რიჩარდსონი, უდონის ჰასლემი.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები