ინიესტამ ბოდიში მოიხადა!
Aa
Aa

ინიესტამ ბოდიში მოიხადა!

"Marca"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე საათის წინ "ბარსელონას" ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ "რეალის" რამდენიმე ფეხბურთელს დაურეკა და კატალონიური გუნდის სახელით, ბოდიში მოუხადა.

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ საღამოს "ფიფას" მიერ გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე (სადაც წლის საუკეთესო ფეხბურთელი უნდა გამოვლენილიყო) დასწრებისაგან "ბარსელონას" ფეხბურთელებმა თავი შეიკავეს, რასაც უდიდესი ნეგატიური გამოხმაურებები მოყვა. უკმაყოფილება თავად გამარჯვებულმა, კრიშტიანუ რონალდუმაც გამოთქვა.

სწორედ აღნიშნული საკითხის გამო, ინიესტამ "რეალის" ფეხბურთელებს დაურეკა, ბოდიში მოუხადა და აუხსნა, რომ ეს საქციელი არანაირად არ იყო იმის გამოხატულება, თითქოს "ბარსელონასა" და "რეალის" ფეხბურთელებს ერთმანეთთან ცუდი დამოკიდებულება აქვთ. ინიესტას თქმით, ციურიხში წასვლასთან დაკავშირებით გუნდში განსხვავებული პოზიციები იყო, თუმცა საბოლოოდ ყველამ სახლში დარჩენა და ბილბაოს "ატლეტიკთან" "სამეფო თასის" განმეორებითი მატჩისთვის მომზადება არჩია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები