კარლოსმა ნეიმარი ქებით ცამდე აიყვანა..
Aa
Aa

კარლოსმა ნეიმარი ქებით ცამდე აიყვანა..

მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა, რობერტო კარლოსმა "Marca"-სთან მისი თანამემამულის, ნეიმარის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდა თავდამსხმელით მთელი ბრაზილია ამაყობს...

"ნეიმარი ნამდვილი ჩემპიონი და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა. ჩვენ ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ბრაზილიელები მისით ძალიან ამაყობენ" - განაცხადა კარლოსმა.

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ნეიმარმა 14 შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე კი 4 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები