სერია ა. ტური 19 - იცოდით, რომ...
Aa
Aa

სერია ა. ტური 19 - იცოდით, რომ...

"Crystalsport.ge" იწყებს ყოველკვირეულ რუბრიკას სერია ა-ს ტურის რეკორდებისა და საინტერესო ფაქტების შესახებ, რომელიც იტალიური გამოცემის, "Football-italia"-ს საიტზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ამიერიდან ვეცდებით იტალიური ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრის ინტერესი დავაკმაყოფილოთ და ეს საინტერესო რუბრიკა ჩვენს საიტზეც დავამკვიდროთ.

 

* "იუვენტუსმა" იტალიის ჩემპიონატის ახალი რეკორდი დაამყარა და საკუთარ მოედანზე ზედიზედ 26-ე თამაში მოიგო. ტურინელებმა თავიანთი რეკორდი გააუმჯობესეს, რომელიც 2013 წლის აგვისტოდან 2014 წლის ნოემბრამდე, ზედიზედ 25 სახლის მატჩის მოგებას გულისხმობდა. ევროპის 5 წამყვანი ჩემპიონატის მასშტაბით ეს მე-3 მაჩვენებელია. 1974-1975 წლებში ფრანგულმა "სენტ ეტიენმა" ზედიზედ 28 სახლის თამაში მოიგო, ხოლო 1958-1960 წლებში "ბარსელონამ" - 39.

* პაულო დიბალას სერია ა-ში ყველა პენალტი ზუსტად აქვს შესრულებული. მან "ბოლონიას" კარში მე-11 პენალტი გაიტანა.

* "იუვენტუსს" წლევანდელ სეზონში საწყის 15 წუთში ყველაზე მეტი, 8 გოლი აქვს გატანილი. ამ გოლების ნახევარი გონსალო იგუაინმა შეაგდო.

* "ბოლონიას" "იუვენტუსი" 2011 წლის თებერვლის შემდეგ არ დაუმარცხებია - 6 წაგება და 3 ფრე.

* "ნაპოლიმ" ახალი წელი მოგებით ზედიზედ მეექვსედ გახსნა. ხოლო "სამპდორიას" 49 წლის მწვრთნელ მარკო ჯამპაოლოს წლის პირველი მატჩი არასდროს მოუგია - 1 ფრე და 4 წაგება. იგი სხვადასხვა დროს "ემპოლიში", "ჩეზენაში", "კატანიაში", "კალიარისა" და "სიენაში" მუშაობდა.

* "ნაპოლის" 8 თამაშია არ წაუგია, აქედან 5 მოიგო.

* ნეაპოლიტანელებს საწყის 19 ტურში 42 გოლი აქვთ გატანილი, რაც 1987-1988 წლების (მარადონას პერიოდი) სეზონის შემდეგ, საუკეთესო მაჩვენებელია.

* 26 წლის მცველმა, ლორენცო ტონელიმ, "ნაპოლიში" სადებიუტო მატჩი გამარჯვების გოლით აღნიშნა. მან "სამპდორიას" 95-ე წუთზე გაუტანა. ტონელი, მართალია, გუნდში ზაფხულში "ემპოლიდან" 10 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა, თუმცა ტრავმის გამო სეზონის პირველი ნაწილი გაუცდა და არცერთ ტურნირზე 1 წუთიც არ ეთამაშა.

* მანოლო გაბიადინიმ სერია ა-ს ზედიზედ 2 ტურში, 2015 წლის მაისის შემდეგ პირველად გაიტანა.

* "სამპდორიას" წელს 3 ისეთი გოლი აქვს, რომელიც გუნდს არ გაუტანია. "პესკარასთან" (1:1), "ჯენოასთან" (2:1) და "ნაპოლისთან" (1:2) მისმა მეტოქეებმა ავტოგოლები გაიტანეს.

* "სამპდორიას" "სან პაოლოზე" 1998 წლის შემდეგ არ მოუგია - 7 წაგება და 2 ფრე.

* "რომამ" "ჯენოას" ბოლო 10-დან 9 ურთიერთშეხვედრა მოუგო. ხოლო ისტორიაში პირველად მოხდა, რომ "ჯალოროსიმ" "ლუიჯი ფერარისზე" ეს გუნდი ზედიზედ 3-ჯერ დაამარცხა.

* "ჯენოას" მცველმა არმანდო იცომ "რომასთან" სეზონში მეორე ავტოგოლი გაიტანა. მან წელს იგივე "სამპდორიასთან" დერბისას გააკეთა.

* "ჯენოამ" სერია ა-ში ზედიზედ 3 თამაში გასული წლის იანვრის შემდეგ პირველად წააგო.

* სტეფანო პიოლის ხელმძღვანელობით "ინტერმა" ჩემპიონატში ზედიზედ მე-4 მატჩი მოიგო, ხოლო ჯამში 7 ტურში 14 ქულა აიღო. "უდინეზესთან" მისმა გუნდმა 2 დეკემბრის შემდეგ პირველად გაუშვა.

* ივან პერიშიჩმა სერია ა-ში დუბლი პირველად შეასრულა. მას იტალიის ჩემპიონატის ამ სეზონში 6 გოლი აქვს გატანილი, აქედან 3 მაურო იკარდის პასების შედეგად.

* იკარდი "არსენალის" ფორვარდ ალექსის სანჩესს გაუთანაბრდა. ორივე მათგანს 20 ქულა აქვს - იკარდის 14 გოლი და 6 ასისტი, ხოლო სანჩესს 13 გოლი და 7 ასისტი. ეს ევროპის 5 წამყვანი ჩემპიონატის მასშტაბით საუკეთესო მაჩვენებელია. არგენტინელთან და ჩილელთან ყველაზე ახლოს "ჩელსის" თავდამსხმელი დიეგო კოშტაა, რომელსაც 19 ქულა აქვს - 14 გოლი და 5 ასისტი.

* ამ სეზონში "ინტერსა" და "სამპდორიას" 73-ე წუთის შემდეგ ყველაზე მეტი გოლი აქვთ გატანილი - 8. "ინტერის" ამ 8 გოლიდან 5, მაურო იკარდის ანგარიშზეა.

* "უდინეზესა" და "ინტერს" 2008 წლის 27 იანვრის შემდეგ "სტადიო ფრიულიზე" ფრე არ უთამაშიათ - 2-ჯერ უდინელებმა მოიგეს, 7-ჯერ მილანელებმა.

* "უდინეზეს" 20 წლის ჩეხ ნახევარმცველ იაკუბ იანკტოს, წლევანდელ სერია ა-ში 2 გოლი აქვს გატანილი. ერთი "იუვენტუსის" კარში, ხოლო მეორე - "ინტერის". ორივე მატჩი მისმა გუნდმა 1:2 წააგო.

* "უდინეზე" ამ ტურამდე სერია ა-ს 4 თამაში არ აგებდა. ზოგადად, გუნდს წელს 8 წაგება აქვს, აქედან 5-ჯერ ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

* "კროტონეს" ბოლო 15 წუთში ყველაზე მეტი, 13 გოლი აქვს გაშვებული.

"კროტონემ" ყველა ტურნირის ეგიდით სტუმრად გამართულ ბოლო 14 თამაშში მხოლოდ 2 ქულა აიღო - "ფიორენტინასთან" და "მოდენასთან" სერია ბ-ში.

* "მილანმა" კარი მშრალად ჩემპიონატის მე-7 თამაშში შეინახა. ანალოგიური მაჩვენებელი აქვს "იუვენტუსსაც". თუმცა ამ მხრივ საუკეთესო, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, "ემპოლია", რომელმაც ეს 8-ჯერ შეძლო. ლევან მჭედლიძის გუნდმა 5-ჯერ 0:0 ითამაშა, ხოლო 3-ჯერ "მშრალზე" მოიგო.

* ჯანლუიჯი დონარუმა "მილანის" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვინც კლუბის მაისურით 50 შეხვედრა ჩაატარა.

* კარლოს ბაკამ "კალიარისთან" გატანილი გოლით 594 წუთიანი (6 თამაშზე მეტი) "მშრალი" სერია დაარღვია. მისი ბოლო გოლი 2 ოქტომრბით თარიღდებოდა. მაშინ კოლუმბიელმა "სასუოლოს" კარი აიღო.

* "მილანმა" "კალიარის" საკუთარ არენაზე ზედიზედ 12-ედ მოუგო. ეს კლუბს არცერთ სხვა მეტოქესთან არ გაუკეთებია.

* საერთოდაც "როსონერისთვის" "კალიარი" ერთ-ერთი ყველაზე იოლი მეტოქეა - ბოლო 25 თამაშში, 19 მოგება და 6 ფრე.

* მას შემდეგ, რაც სერია ა 20 გუნდიანი გახდა, "ლაციომ" ერთ-ერთი საუკეთესო სტარტი აიღო და 19 ტურში 37 ქულა დააგროვა. "ბიანკოჩელესტის" საუკეთესო მაჩვენებელი 2012-2013 წლებში ჰქონდა, როცა თავი 39 ქულას მოუყარა.

* ჩირო იმობილემ ჩემპიონატში 30 ოქტომრბის შემდეგ პირველად გაიტანა.

* ლუკას ბილიამ "კროტონესთან" მატჩისას პენალტიდან ბურთი ხარიხას მოარტყა. სერია ა-ში ეს ბოლოს 2015 წლის 10 მაისს მოხდა, როცა ანდრეა ბელოტი "პალერმოში" თამაშობდა და "ატალანტასთან" პენალტიდან ხარიხას დაუმიზნა.

* “ატალანტამ“ 19 ტურის შემდეგ 35 ქულა დააგროვა და თავის ისტორიაში საუკეთესო სტარტი აიღო.

* „ატალანტამ“ სტუმრად „კიევო“ 1:4 დაამარცხა, რაც ამ გუნდისთვის 1962 წლის შემდეგ გასვლაზე ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვებაა. მაშინ ბერგამოელებმა „სპალის“ 2:5 მოუგეს.

* „ატალანტას“ კაპიტანმა ალეხანდრო გომესმა ამ ტურში დუბლი შეასრულა. მან სერია ა-ში დუბლი ბოლოს „კატანიას“ მაისურით „უდინეზესთან“ მიითვალა. ეს 2013 წლის 16 მარტს მოხდა.

* „სასუოლოს“ ფორვარდი დომენიკო ბერარდი მოედანს 133 დღიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ბოლოს მან 28 აგვისტოს „პესკარასთან“ ითამაშა.

* „სასუოლომ“ მიმდინარე სეზონში პირველი 0:0 ითამაშა.

* „ტორინომ“ სეზონის პირველი ნახევარი 29 ქულით დაასრულა, რაც 1976-1977 წლების შემდეგ კლუბის საუკეთესო მაჩვენებელია.

* „ტორინოს“ „სასუოლოსთან“ სტუმრად არასდროს წაუგია - 4 მოგება და 4 ფრე.

* მასიმო მაკარონეს ამიერიდან სერია ა-ში „ემპოლის“ მაისურით ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი - 26. მას სულ კლუბის მაისურით 98 გოლი აქვს აქტივში და კლუბის ყველა დროის ბომბარდირებში მხოლოდ ფრანჩესკო ტავანოს ჩამორჩება - 120.

* მაკარონე წლევანდელი „ემპოლის“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონატში გოლი შეცვლაზე შემოსულმა გაიტანა.

* „ემპოლიმ“ წლის გახსნითი მატჩი 2007 წლის შემდეგ პირველად მოიგო. მაშინ გუნდმა ტოსკანიურ დერბიში „პარმა“ დაამარცხა.

* მას შემდეგ რაც „პალერმოს“ პრეზიდენტი მაურისიო ძამპარინია (2002 წ.), გუნდმა პირველ წრეში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა. წააგო 19-დან 13 მატჩი და ჯამში მხოლოდ 10 ქულის მოგროვება შეძლო. ამ მაჩვენებლის შემდეგ მოდის 2012-2013 წლების 15 ქულიანი პირველი წრე. იმ სეზონში სიცილიური გუნდი სერია ა-დან გავარდა. 

 

მოამზადა ირაკლი ფოფხაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები