მარადონა მესის საქციელის გამო აღშფოთებას ვერ მალავს..
Aa
Aa

მარადონა მესის საქციელის გამო აღშფოთებას ვერ მალავს..

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ შვეიცარიის ქალაქ ციურიხში "ფიფას" ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდა. ამ ტიტულისთვის კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი და ანტუან გრიზმანი იბრძოდნენ. საბოლოოდ კი, საუკეთესოს ტიტული მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ვარსკვლავმა მოიპოვა, ხოლო ლიონელ მესი დაჯილდოების ცერემონიალზე საერთოდ არ გამოცხადდა.

ამ ფაქტს არგენტინის ნაკრებისა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, დიეგო მარადონაც გამოეხმაურა და საკუთარი თანამემამულის მიმართ წყენა არ დამალა...

"მესის საქციელით ძალიან გაბრაზებული ვარ. სახლში ტელევიზორთან ჯდომით კონკურენციას ვერავის ვერ გაუწევ. ნამდვილად არ ვიცი, თუ რატომ არ დაესწრნენ დაჯილდოების ცერემონიალს "ბარსელონას" ფეხბურთელები, თუმცა ვფიქრობ, რომ მესის ციურიხში მოსვლით ჯილდოს მოსაგებად უკეთესად შეეძლო ბრძოლა" - განაცხადა დიეგო მარადონამ.

შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემის შედეგად ადგილები შემდეგნაირად გადამაწილდა: 34.4% - კრიშტიანუ რონალდუ, 26,42% - ლიონელ მესი, 7,53% - ანტუან გრიზმანი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები