რანიერი:
Aa
Aa

რანიერი: "კიდევ ბევრი უნდა გავაკეთო"

"ფიფამ" 2016 წლის საუკეთესო მწვრთნელად "ლესტერის" თავკაცი კლაუდიო რანიერი დაასახელა, რომელმაც პორტუგალიის ნაკრების დამრიგებელი ფერნანდუ სანტუში და "რეალის" მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ჩამოიტოვა. იტალიელმა სპეციალისტმა ჯილდოს მიღების შემდეგ, მცირე კომენტარიც გააკეთა. 

"რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ და მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს, პრეზიდენტს და მთლიანად გუნდს. მათ გარეშე ამ ჯილდოს ვერ მოვიგებდი". 

"გაჩერებას არ ვაპირებ, ეს ჩემი ფილოსოფია არაა. ვეცდები კვლავ ბევრი გავაკეთო და ტიტულები ისევ მოვიგო". - განუცხადა "ფიფას" ოფიციალურ საიტს რანიერიმ. 

 

მომზადებულია football-italia.net-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები