NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა
Aa
Aa

NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა

ნიუ იორკი - ნიუ ორლეანი

ბოლო ტურში სტუმრად ინდიანასთან მარცხის შემდეგ, ნიუ იორკი შინ ნიუ ორლეანსს მიიღებს. ნიქსის კალათბურთელებს, ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, მხოლოდ ორი მოგება აქვთ აქტივში. 17 მოგებით და 20 მარცხით, ნიუ იორკი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-11 ადგილს იკავებს.

 

მიჯრით სამი შეხვედრა აქვს წაგებული ნიუ ორლეანსს. დევისი და კამპანია ბოლო ტურში სტუმრად ბოსტონთან დამარცხდა. სტუმრებს, ბოლო ხუთი გასვლიდან მხოლოდ ერთი გაამრჯვება აქვთ მოპოვებული. 14 მოგებით და 24 წაგებით, პელიკანსის კალათბურთელები დასავლეთ კონფერენციის მე-11 ადგილზე იმყოფებიან.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, სამში გამარჯვება ნიუ ორლეანსს ხვდა წილად. ნიქსი ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 109 ქულას უშვებს, ნიუ ორლეანი კი ბოლო ხუთ გასვლაზე საშუალოდ თითქმის 100 ქულას - 99.6 ს აგროვებს. ბოლო ხუთ ურთიერთშედხვედრაში, როცა მასპინძელი ნიუ იორკი იყო, სხვაობა არც ერთელ არ დაფიქსირებულა ნიუ იორკის სასარგებლოდ 8 ქულაზე მეტით.

ვფიქრობთ, არც ეს მატჩი უნდა გამოდგეს გამონაკლისი - ნიუ ორლეანის ფორა@ 2 +8.5

 

ტრავმები:

ნიუ იორკი - კარმელო ენტონი ? (სათუოა)

ნიუ ორლეანი - ქვინსი პონდექსტერი.

 

 

მინესოტა - დალასი

ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ, მინესოტა შინ დალასის დამარცხებას შეეცდება. ტიმბერვულვზის კალათბურთელებს, ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, მხოლოდ ორჯერ აქვთ წარმატებისთვის მიღწეული. 11 მოგებით და 26 წაგებით, მინესოტა დასავლეთ კონფერენციის ბოლო მე-15 ადგილს იკავებს.

 

უკეთესად საქმე არც დალასს მისდის. ტეხასელებს ბოლო ორი მატჩი აქვთ წაგებული. ბოლო ხუთი გასვლითი შეხვედრიდან,  დალასის სასარგებლოდ სამი მათგანი დამთავრდა. 11 გამარჯვებით და 26 მარცხით, დალასი 1 საფეხურით უსწრებს თავის მეტოქეს და ამავე კონფერენციის მე-14 ადგილზე იმყოფება.

 

გუნდების ხოლო ხუთივე ურთიერთშეხვედრა, დალასის სასარგებლოდ დამთავრდა, ხოლო როცა მასპინძელი მინესოტა იყო, აქ მათ სასარგებლოდ მხოლოდ ერთი დამთავრდა.  მასპინძლები ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 97.4 ქულას უშვებენ, ხოლო დალასი ბოლო ხუთ გასვლაზე საშუალოდ 98 ქულას აგროვებს.

ვფიქრობთ, აღნიშნული სტატისტიკიდან გამომდინარე, დალასი დიდი ჰანდიკაპით არ უნდა დამარცხდეს ამ შეხვედრაში, ფორა 2 @ +9.5

ტრავმები:

მინესოტა - ნიკოლა პეკოვიჩი.

დალასი - არავინ.

 

 

 

ჩიკაგო - ოკლაჰომა

გასულ ტურში, შინ ტორონტოსთან მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ჩიკაგომ შინ ოკლაჰომას მიიღებს. ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, ხარების სასარგებლოდ ოთხი მათგანი დამთავრდა. 19 მოგების წილ 18 წაგებით, ისინი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-7 ადგილს სჯერდებიან.

 

კარგი განწყობით ხვდება ამ მატჩს ასევე ოკლაჰომა. ვესტბრუკმა და კამპანიამ, ბოლო ტურში დენვერი დაამარცხა 121:106. ბოლო ხუთი გასვლიდან, თანდერის მოთამაშეების სასარგებლოდ მხოლოდ ერთი დამთავრდა. 22 მოგებით და 16 წაგებით, ოკლაჰომა დასავლეთ კონფერენციის მე-7 ადგილს იკავებს.

 

გუნდები ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, სამში გამარჯვება ჩიკაგომ მოახერხა. ხარები, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 105.6 ქულას აგროვებენ. ოკლაჰომა თავის მხრივ, ბოლო ხუთ გასვლით შეხვედრაში, საშუალოდ 109.4 ქულას უშვებს.  ამასთანავე, ჩიკაგოს ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 211.4 ქულა ვარდება, ოკლაჰომას ბოლო 5 გასვლით შეხვედრაში, ეს მაჩვენებელი 211 ქულას უტოლდება.

 

უპრიანი იქნება, ვივარაუდოთ ამ მატჩის შედარებით უხვქულიანობა - 203.5 @ მეტი

ტრავმები :

ჩიკაგო - დენზელ ვალენტინი

ოკლაჰომა - არავინ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები