Aa
Aa

"ბარსელონას" ფეხბურთელების პროტესტი "ფიფას" დაჯილდოებას?

როგორც მოგეხსენებათ, დღეს საღამოს 21:30 საათზე ციურიხში "ფიფას" ვერსიით, წლის საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდება.

რამდენიმე წუთის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ლიონელ მესი, რომელიც აღნიშნული ჯილდოს მოპოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია, ცერემონიალს არ დაესწრება. აღნიშნულ ინფორმაციას "101 Great Goals" ავრცელებს.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, არგენტინელი ვარსკვლავის გარდა, ციურიხში "ბარსელონას" კიდევ 3 ფეხბურთელი არ გაემგზავრება. ესენი ხერარდ პიკე, ანდრეს ინიესტა და ლუის სუარესი არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები