ლივერპულში ფირმინიოს სახლი გაძარცვეს!
Aa
Aa

ლივერპულში ფირმინიოს სახლი გაძარცვეს!

"ლივერპულის" ბრაზილიელი თავდამსხმელის, რობერტო ფირმინიოს სახლი დღეს დილით რამდენიმე პირმა გაძარცვა. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა "The Sun" აქვეყნებს.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, ბრაზილიელი ფეხბურთელის სახლს, მძარცველები შობიდან მოყოლებული აკვირდებოდნენ. მას შემდეგ კი, რაც ფირმინიო ოჯახის წევრებთან ერთად წვეულებაზე წავიდა, უცნობი პირები სახლში შეიჭრნენ და 70 000 გირვანქა სტერლინგის ღირებულების ნივთები წაიღეს.

მოგვიანებით, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ფირმინიო დროებით ქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში იცხობრებს. ფეხბურთელსა და მის ოჯახს დაცვაც დაუქირავეს, რომელიც მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ ფირმინიოს ანაზღაურება კვირაში 100 000 გირვანქა სტერლინგს შეადგენს...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები