Aa
Aa

"ბარსელონა" და "რეალი" "ტოტენჰემის" ვარსკვლავისთვის იბრძოლებენ!

ბრიტანული გამოცემა "Mirror"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის "ტოტენჰემის" შემტევი დელე ალი, ესპანური გრანდების "ბარსელონასა" და "რეალის" ინტერესთა სფეროში მოექცა.

მიმდინარე სეზონში ალიმ "ტოტენჰემის" მაისურით 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 10 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

ახალგაზრდა ფეხბურთელს ლონდონურ კლუბთან მიმდინარე კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, რომელშიც მის გამოსასყიდ თანხად 81,5 მილიონი ევროა მითითებული. არიან თუ არა მზად, ესპანური გრანდები აღნიშნული თანხის გადასახდელად, ამას დრო გვიჩვენებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, ალის შეძენა ჩინურ გუნდებს სურდათ და ერთ-ერთი მათგანი მზად იყო, რომ ფეხბურთელისთვის კვირაში მილიონი ევრო(!!!) გადაეხადა, თუმცა მხარეებს შორის, მოლაპარაკებები არც კი დაწყებულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები