მასკერანო: ხელს ვერ მოვიჭრი!
Aa
Aa

მასკერანო: ხელს ვერ მოვიჭრი!

კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი მცველი, ხავიერ მასკერანო გუშინდელ მატჩს გამოეხმაურა, რომელშიც მისი გუნდი სტუმრად "ვილიარეალს" დაუზავდა (1-1). როგორც მოგეხსენებათ, ერთ-ერთ ეპიზოდში სორიანოს დარტყმულის შემდეგ, ხავიერ მასკერანოს (რომელიც საკუთარ საჯარიმოში იმყოფებოდა) ბურთი ხელზე მოხვდა. თუმცა მატჩის მთავარ არბიტრს კატალონიელთა კარში პენალტი არ დაუნიშნავს, აღნიშნულმა ფაქტმა კი დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

"სამწუხაროდ ცუდი დროება გვიდგას. საკუთარ კარში იმდენივეს ვუშვებთ, რამდენსაც ვიტანთ. თამაშის ხარისხი რაც შეიძლება მალე უნდა გავაუმჯობესოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემპიონობისთვის ბრძოლას საბოლოოდ ჩამოვშორდებით. რაც შეეხება იმ საკამათო ეპიზოდს, ჩემი მხრიდან გამიზნულად ხელით თამაშს ადგილი არ ქონია. გულშემატკივრებმა რაც უნდათ ის ილაპარაკონ. ეს შემთხვევითობა იყო, რომლისგანაც დაცული არავინ არ არის, რადგან ხელს ნამდვილად ვერ მოვიჭრი" -განაცხადა ხავიერ მასკერანომ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები