AS:
Aa
Aa

AS: "რეალი" "პორტოს" ანდრე სილვას ტრანსფერზე შეუთანხმდა!

ესპანური AS-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალმა" პორტუგალიურ "პორტოსთან" მისი ფორვარდის, ანდრე სილვას ტრანსფერი შეათანხმა. 

21 წლის სილვა, რომელიც "პორტოს" ძირითად გუნდში 2015 წლიდან თამაშობს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" ზაფხულში 58 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავა. მოგეხსენებათ, "რეალს" სატრანსფერო სანქციის გამო მოთამაშეთა დამატება ამ ზამთარს არ შეუძლია. 

ანდრე სილვას პორტუგალიის ნაკრებში უკვე 5 მატჩი აქვს ჩატარებული. მას "დრაკონებთან" ("პორტოს" მეტსახელი) კონტრაქტის ვადა 2021 წელს ეწურება. 

 

მომზადებულია AS.COM-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები