რეგისტრაცია
ჯოკოვიჩმა დოჰას ტურნირი მოიგო
07/01/2017
0
396

სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ყატარის დედაქალაქში გამართული ტურნირი მოიგო, რითაც წინა წლის შედეგი გაიმეორა და სარეიტინგო ქულები დაიცვა.

სლავის მეტოქე ფინალში მსოფლიოს პირველი ჩოგანი ენდი მარეი იყო და შეხვედრა როგორც მოსალოდნელი იყო სუპერდაძაბული გამოდგა. 

მატჩის პირველი სეტის ბედი ნოვაკმა ერთადერთი ბრეიკით გადაწყვიტა და ის 6:3 მოიგო. მისი უპირატესობით მიმდინარეობდა მეორე პარტიაც და "ნოლე" 5:3 იგებდა და "მატჩ-პოინტებიც" ჰქონდა, თუმცა ბრიტანელმა ხასიათი აჩვენა და სეტი 7:5-ზე აიღო. 

მესამე სეტიც თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და გადამწყვეტი მომენტი 3:3-ზე დადგა, როცა მარეიმ საკუთარი ჩაწოდება 0-ზე დათმო, რის შემდეგაც მის მეტოქეს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია, საბოლოოდ 6:3 5:7 6:4. 


მოიწონე სტატია
გაუზიარე სტატია მეგობარს

კომენტარები
დამალვა

პრემიერლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
სერია-ა
ლიგა 1