NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა
Aa
Aa

NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა

ინდიანა - ბრუკლინი

დეტროიტთან სტუმრად გამარჯვების შემდეგ, ინდიანა შინ ბრუკლინს, მიიღებს. მასპინძლებს, ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან ოთხი მოგება აქვთ აქტივში. 18 მოგების წილ 18 მარცხით, ინდიანა აღმოსავლეთ კონფერენციის მე-8 ადგილზე იმყოფება.

 

ზედიზედ სამი შეხვედრაა გამარჯვებას ვერ ახერხებს ბრუკლინი. ნეთსის კალათბურთელები ბოლო ტურში იუტასთან დამარცხდნენ შინ 89:101. ბოლო ხუთივე გასვლა სტუმრებს წაგებული აქვთ. 8 მოგებით და 25 წაგებით, ბრუკლინი ამავე კონფერენციის ბოლო ადგილს იკავებს.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, სამში გამარჯვება ინდიანას დარჩა. მასპინძლები ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 109.4 ქულას აგროვებენ, ბოლო გასვლებზე ბრუკლინი სულაც საშუალოდ 112.4 ქულას უშვებს.

ფავორიტის სტატუსის გათვალისწინებით, ინდიანას ფორა 1 @  -7.5

ტრავმები:

ინდიანა - როდნი სტაკი;

ბრუკლინი - ჯერემი ლინი, რონდა ჰოლის-ჯეფერსონი.

 

 

 

დენვერი - სან ანტონიო

დენვერი, გასულ ტურში საკრამენტოსთან მარცხის შემდეგ, შინ სანანტონიოს მიიღებს. მასპინძლებს ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, მხოლოდ ორი გამარჯვება აქვთ მოპოვებული. 14 მოგებით და 21 წაგებით, დენვერი დასავლეთ კონფერენციის მე-10 ადგილს სჯერდება.

 

კარგი განწყობით ხვდება ამ მატჩს სან ანტონიო. ტეხასელებმა ბოლო ტურში ტორონტო გაანადგურეს 110:82. პარკერს და კამპანიას, ბოლო ხუთი გასვლითი შეხვედრიდან, სამში აქვს მიღწეული წარმატებისთვის. 28 მოგებით და 7 მარცხით, „შავები“ ამავე კონფერენციის მე-2 ადგილს იკავებს.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, ოთხში გამარჯვება სან ანტონიოს დარჩა. დენვერი ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში საშუალოდ 112.6 ქულას იღებს საკუთარ კალათში, თავის მხრივ ტეხასელები საშუალოდ 106.4 ქულას აგროვებენ ბოლო ხუთ გასვლაზე.

სან ანტონიოს ფორა 2 @ - 2.5 

 

ტრავმები:

დენვერი - კენეტ ფარიდი;

სან ანტონიო - არავინ.

 

 

 

დეტროიტი - შარლოტა

დეტროიტმა ბოლო ტურში შინ მწარე მარცხი იწვნია ინდიანასგან 116:121. მასპინძლები საკუთარი მაყურებლის წინაშე რეაბილიტაციისთვის ყველაფერს გააკეთებენ. ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, მასპინძლებს მხოლოდ 1 გამარჯვება აქვთ მოპოვებული. 16 მოგებით და 21 წაგებით, ისინი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-11 ადგილს იკავებენ.

 

რაც შეეხება შარლოტას, მან გასულ ტურში ოკლაჰომას სძლია უხვქულიან შეხვედრაში - 123-112. ბოლო ხუთ გასვლით შეხვედრაში, მათ სასარგებლოდ ორი დამთავრდა. 20 მოგებით და 16 წაგებით, ჰონეთსის კალათბურთელები ამავე  კონფერენციის მე-4 ადგილზე იმყოფებიან.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, სამში გამარჯვება შარლოტას დარჩა. დეტროიტი ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში საშუალოდ 109.4 ქულას უშვებს.  შარლოტა ბოლო ხუთ გასვლაზე კი საშუალოდ 108.8 ქულას აგროვებს.

ვფიქრობთ, დაძაბული შეხვედრის მოლოდინში, დიდი სხვაობა არც ერთ მხარის სასარგებლოდ არ უნდა დასრულდეს.

შარლოტას ფორა @ +10.5

 

ტრავმები:

დეტროიტი - არონ ბეინესი, რეჯი ბალოკი.

შარლოტა - კოდი ზელერი.

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები