40 მილიონი გირვანქა სტერლინგი, ზამთრის სატრანსფერო პერიოდისთვის!
Aa
Aa

40 მილიონი გირვანქა სტერლინგი, ზამთრის სატრანსფერო პერიოდისთვის!

როგორც ბრიტანული გამოცემა, "Daily Mail" იუწყება, "ლივერპულის" ხელმძღვანელობა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში, ფეხბურთელების შესაძენად 40 მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფას აპირებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ "მერსისაიდელთა" თავკაც იურგენ კლოპს, თავდასხმის ხაზის გაძლიერება სურს. გერმანელი სპეციალისტის ინტერესთა სფეროში კი, ლევერკუზენის "ბაიერის" ფორვარდი, იულიან ბრანდტი და "არსენალის" შემტევი, ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლენი არიან მოქცეულნი.

პირველი მათგანის ფასი სატრანსფერო ბაზარზე 13 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო ჩემბერლენი 17 მილიონად არის შეფასებული...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები