Aa
Aa

"არსენალის" ლაზარეთს კიდევ ერთი ფეხბურთელი შეუერთდა..

"პრემიერლიგის" უკანასკნელ ტურში, "ბორნმუთთან" გამართული მატჩის 28-ე წუთზე, "არსენალის" ნახევარმცველმა ფრანსის კოკლენმა ტრავმა მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.

დღეს "მეთოფეთა" მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და გულშემატკივრებს, ფეხბურთელის ტრავმის სიმძიმესთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

"კოკლენს მუხლის ქვედა მყესი აქვს დაზიანებული და ჩვენს დახმარებას, დაახლოებით 3-4 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს. დღეს მას დამატებითი სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდება და უფრო ზუსტი პასუხი 48 საათის შემდეგ გვეცოდინება" - განაცხადა არსენ ვენგერმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ფრანსის კოკლენმა უკვე მეორედ მიიღო ტრავმა. აქამდე, ფეხბურთელმა რამდენიმე კვირა მუხლის დაზიანების გამო გამოტოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები