რეგისტრაცია
"იუვენტუსი" ევერ ბანეგას დამატებას გეგმავს!

ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელობა, მილანის “ინტერის” ნახევარმცველის, ევერ ბანეგას დამატების საკითხს აქტიურად განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას "Football Italia" ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში სატრანსფერო ბაზარზე "იუვენტუსსა" და “ინტერს” შორის ურთიერთობა საგრძნობლად დაძაბულია (მოგეხსენებათ, ზაფხულში 'ბიანკონერის" სპორტულმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ შტეფან ლიხტშტაინერის "ინტერში" ტრანსფერი ჩაშალა, "ინტერმა" კი მარსელო ბროზოვიჩს არ მისცა შავ-თეთრი მაისურის მორგების უფლება), "ნერიაძური" არგენტინელი ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არაა და შესაძლოა, ბანეგამ იანვარში ტურინს მართლაც მიაშუროს.

"Calcciomercatto"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, "იუვენტუსმა" ბანეგასთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და ახლა, მხოლოდ "ინტერთან" დარჩა საერთო ენის გამონახვა საჭირო.

შეგახსენებთ, რომ ბანეგას მიმართ ერთ-ერთი ჩინური კლუბი სერიოზულ ინტერესს იჩენდა, თუმცა მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა. 


მოიწონე სტატია
გაუზიარე სტატია მეგობარს

კომენტარები
დამალვა

პრემიერლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ჩემპიონთა ლიგა
სერია-ა
ლიგა 1
ევროპის ლიგა
მსოფლიო ჩემპიონატი