Aa
Aa

"Sky Italia" - კეიტა ბალდე "მილანში" ითამაშებს!

"Sky Italia"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ლაციოს" ფორვარდი კეიტა ბალდე, დიდი ალბათობით კარიერას "მილანში" გააგრძელებს.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, "როსონერის" ახალმა სპორტულმა დირექტორმა, მასიმილიანო მირაბელიმ 21 წლის სენეგალელთან შეთანხმებას უკვე მიაღწია და ფეხბურთელი გუნდს ზაფხულში შეუერთდება. ავღნიშნოთ ისიც, რომ "როსონერი" 2017 წლის სეზონის დასრულების შემდეგ, 3-4 ვარსკვლავის დამატებასაც გეგმავს.

კეიტა "ლაციოს" აღზრდილი გახლავთ და მთავარ გუნდში 2013 წლიდან ასპარეზობს, ხოლო მისი კონტრაქტი რომაულ კლუბთან 2018 წლის ივნისში იწურება. მიმდინარე სეზონში სენეგალელმა 16 შეხვედრაში 5 გოლის გატანა შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები