NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა
Aa
Aa

NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა

გოლდენ სტეიტი - პორტლენდი

ბოლო ტურში დენვერთან დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, გოლდენ სტეიტი შინ პორტლენდს მიიღებს. „ოქროს ბიჭუნებს“ მიჯრით სამი მოგება უმაგრებთ ზურგს. ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან კი არც ერთში არ უწვნიათ მარცხი. 30 მოგებით და 5 წაგებით, ისინი დასავლეთ კონფერენციას ლიდერობენ.

 

ბოლო ტურში გამარჯვების მოპოვება მოახერხა ასევე პორტლენდმა. ბლეიზერსის კალათბურთელებმა სტუმრად სძლიეს მინესოტას. ბოლო ხუთი გასვლიდან, მათ მხოლოდ 1 მოგება აქვთ აქტივში. 15 მოგებით და 21 მარცხით, ისინი ამავე კონფერენციის მე-9 ადგილს იკავებენ.

 

გუნდების ბოლო ხუთივე ურთიერთშეხვედრა, კარის და კამპანიის სასარგებლოდ დასრულდა. მასპინძლები ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 119 ქულას აგორვებენ, ხოლო პორლტენდი ბოლო ხუთ გასვლაზე საშუალოდ 118.4 ქულას უშვებს. ვფიქრობთ, გოლდენს არ უნდა გაუჭრიდეს ამ შეხვედრის მოგება.

გოლდენს სტეიტის ფორა 1 @ -11.5

ტრავმები:

გოლდენ სტეიტი - პატრიკ მაქქოუ.

პორტლენდი - ფესტუს ეზელი, დამიან ლილარდი.

 

 

 

 

ნიუ-იორკი  - მილოუკი

ზედიზედ ხუთი შეხვედრააა, გამარჯვებას ვერ ახერხებს ნიუ-იორკი. ბოლო ტურში მასპინძლები, შინ ორლანდოსთან დამარცხდნენ 103:115. ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, კარმელო ენტონის და კამპანიას მხოლოდ ორჯერ აქვთ გამარჯვება მოპოვებული. 16 მოგებით და 18 მარცხით, ნიქსი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-10 ადგილზე იმყოფება.

 

კარგი განწყობით ხვდება ამ მატჩს მილოუკი. ბოლო ტურში მან ოკლაჰომას სძლია 98:94. ბაქსის კალათბურთელებს, ბოლო ხუთი გასვლითი შეხვედრიდან, 2 მოგება აქვს აქტივში. 17 მოგებით და 16 წაგებით, ისინი ამავე კონფერენციის საპლეიოფო მე-6 ადგილს იკავებენ.

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, სამში გამარჯვება მილოუკის ხვდა წილად. როცა მასპინძელი ნიუ-იორკი იყო, ნიქსის სასარგებლოდ მხოლოდ 1 თამაში დამთავრდა. ნიქსი ბოლო ხუთ საშაიო შეხვედრაში საშუალოდ 113.2 ქულას უშვებს, ხოლო მილოუკი 107.6 ქულას აგროვებს.

ვფიქრობთ, მილოუკიმ არ უნდა წააგოს აღნიშნული შეხვედრა ჰანდიკაპით. 

ფორა 2 @  +6.5

ტრავმები:

ნიუ-იორკი - კრისტაპს პორზინგისი;

მილოუკი - მეთიუ დელავედოვა, რაშად ვოგინი, კრის მიდლტონი.

 

 

 

შარლოტა - ოკლაჰომა

ზედიზედ ორი მარცხი განიცადა შარლოტამ.  ჰორნეთსის კალათბურთელებმა გასულ ტურში, ჩიკაგოსთან იწვნიეს მწარე მარცხი 111:118. ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, მათ ორხი მოგება აქვთ აქტივში. 19 მოგებით და 16 მარცხით, ისინი აღოსავლეთ კონფერენციის მე-4 ადგილს იკავებენ.

 

არცთუ კარგი განწყობით ხვდება ამ მატჩს ასევე ოკლაჰომა. სტუმრები მილოუკისთან დამარცხდნენ წინა ტურში. ბოლო ხუთი გასვლითი შეხვედრიდან, ვესტბრუკმა და კამპანიამ სამჯერ მიაღწია წარმატებას. 21 მოგებით და 14 წაგებით, ოკალჰომა დასავლეთ კონფერენციის მე-6 ადგილს სჯერდება.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, ხუთივეში გამარჯვება ოკლაჰომას ხვდა წილად. შარლოტა ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 106.2 ქულას აგროვებს, ხოლო ოკლაჰომას ბოლო ხუთ გასვლით შეხვედრაში საშუალოდ 209.2 ქულა ვარდება.

ვფიქრობთ, უპრიანი იქნება ვივარაუდოთ, შედარებით უხვქულიანი შეხვედრა - 203.5 @ მეტი

 

ტრავმები:

შარლოტა - მარკო ბელინელი, კოდი ზელერი;

 

ოკლაჰომა - კამერონ პეინი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები