ხამესის მამა:
Aa
Aa

ხამესის მამა: "ჩემი შვილი ანჩელოტის ხელში ძალიან კარგად თამაშობდა"

ხამეს როდრიგესის მამამ მისი შვილის შესახებ ისაუბრა და გარკვეულწილად ზინედინ ზიდანსა და კარლო ანჩელოტის შორის პარალელი გაავლო. 

"როცა კლუბში ანჩელოტი იყო ჩემი შვილი მშვენივრად თამაშობდა, რადგანაც ის სასურველ პოზიციაზე მოქმედებდა და მოდრიჩთან ერთად შესანიშნავად ასპარეზობდა. ხამესი ძალიან მშრომელი ფეხბურთელია და მოედანზე უდიდესი მოცულობის სამუშაოს შესრულება შეუძლია". 

"ამ გუნდში თამაში მისი ოცნება იყო და ვფიქრობ, მას მადრიდული წარმატება წინ აქვს. უბრალოდ მეტი სათამაშო დრო და რაც მთავარია ნდობა სჭირდება". - აცხადებს კოლუმბიელი სუპერვარსკვლავის მამა. 

 

მომზადებულია AS.COM-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები