Aa
Aa

"ჩელსის", "რეალის", "პსჟ"-სა და "ბაიერნის" ყოფილმა მწვრთნელმა "სუონსი" ჩაიბარა

ლონდონის "ჩელსის", მადრიდის "რეალის", ფრანგული "პსჟ"-სა და მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა მწვრთნელმა, პოლ კლემენმა, რომელიც ყველა ამ კლუბში მთავარი მწვრთნელის ასისტენად მუშაობდა, პრემიერ ლიგის კლუბი "სუონსი" ჩაიბარა. 

ყველა ამ ნახსენებ გუნდში კლემენი კარლო ანჩელოტის დამხმარე იყო. ხოლო "სუონსი" მისთვის მეორე კლუბი იქნება, რომელშიც მთავარ მწვრთნელად იმუშავებს. 

44 წლის კლემენმა, რომელმაც სეზონის პირველი ნახევარი "ბაიერნში" გაატარა, "თეთრ გედებთან" 2.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 

"სუონსისთვის" კლემენი ამ სეზონში მე-3 მთავარი მწვრთნელია. აქამდე კარისკენ იტალიელ ფრანჩესკო გვიდოლინსა და ამერიკელ ბობ ბრედლის მიუთითეს. 

 

მომზადებულია AS.COM-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები