ზაზამ სეზონი კარგად გახსნა
Aa
Aa

ზაზამ სეზონი კარგად გახსნა

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” შინ “დენვერი” 127:119 დაამარცხა. ზაზა ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა და პარკეტზე 19 წუთი დაჰყო. ამ დროში მან გუნდს 11 ქულა, 9 მოხსნა და ერთი პასი შესძინა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 4 ორქულიანი და 3-დან სამი საჯარიმო სროლა ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, “მეომრები” პირველი სამი პერიოდის შემდეგ 11 ქულით იგებდნენ, ბოლო მეოთხედში "დენვერმა" სხვაობის აღმოფხვრა ვეღარ მოახერხა. მატჩში ყველაზე მეტი 25 ქულა კლეი ტომპსონის ანგარიშზეა. კარიმ 22 ქულა ჩააგდო, დურანტმა -21. დრეიმონ გრინმა სამმაგი დუბლი შეასრულა - 15 ქულა, 13 პასი და 10 მოხსნა.

“გოლდენ სტეიტი” 30 მოგებით და 5 მარცხით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

“ოქროს შტატელები” მომდევნო შეხვედრაში 5 იანვარს “პორტლენდს” დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები