რამდენად რეალურია კაშიას
Aa
Aa

რამდენად რეალურია კაშიას "ლა ლიგაში" გადასვლა?

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტნის გურამ კაშიას გადაბირებით ორი ესპანური კლუბი "ბეტისი" და "გრანადა" არიან დაინტერესებულნი. 

"ბეტისის" ინტერესის შესახებ ინფორმაცია ესპანურმა პრესამ დაახლოებით 1 კვირის წინ გაავრცელა. 

აი რაც შეეხება "გრანადას", ფეხბურთელის აგენტის, გოგა გახოკიძის თქმით, ამგ უნდის დაინტერესება უფრო სერიოზულია, თუმცა დიდი ალბათობით, აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები სეზონის ბოლოს დაიწყება, მას შემდეგ რაც გაირკვევა, შეინარჩუნებს თუ არა ადგილს უმაღლეს დივიზიონში ანდალუსიური კლუბი. 

"გრანადა" ამ მომენტისათვის "ლა ლიგის" სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილს იკავებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები