NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა
Aa
Aa

NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა

ინდიანა - ჩიკაგო

ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ, ინდიანა შინ ჩიკაგოს მიიღებს. მასპინძლებს ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, ოთხი მოგება აქვთ აქტივში. 15 მოგებით და 18 წაგებით, ინდიანა აღმოსავლეთ კონფერენციის მე-10 ადგილზე იმყოფება.

 

კარგი განწყობით ხვდება ამ მატჩს ჩიკაგო. „ხარებმა“, ბოლო ტურში ბრუკლინს სძლიეს 101:99. ბოლო ხუთი გასვლიდან, სტუმრებს ხუთივე შეხვედრა წაგებული აქვთ. 16 მოგების წილ 16 წაგებით, ჩიკაგო ამავე კონფერენციის მე-7 ადგილს იკავებს.

 

გუნდებიხ ოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, სამში გამარჯვება ჩიკაგოს დარჩა. აღსანიშნავია, რომ ხუთივე შეხვედრაში გამარჯვება მასპინძელს რჩებოდა. ინდიანა ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში საშუალოდ 105.6 ქულას აგროვებს. ჩიკაგო თავის მხრივ ბოლო ხუთ გასვლაზე საშუალოდ 107.8 ქულას უშვებს.

ინდიანას გამარჯვება @ 1

ტრავმები :

ინდიანა - როდნი სტაკი;

ჩიკაგო - დუენ ვეიდი, ჯიმი ბატლერი.

 

 

 

ბოსტონი - მაიამი

ბოსტონმა ბოლო ტურში მწარე მარცხი იწვნია სტუმად კლივლენდთან გასვლაზე. მასპინძლებმა ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან სამში შეძლეს გამარჯვების მოპოვება. 19 მოგებით და 13 წაგებით, მწვანეები აღმოსავლეთ კონფერენციის მე-3 ადგილს სჯერდებიან.

 

ცუდად აქვს ისევ საქმე მაიამის. გასულ ტურში, ის შარლოტასთან დამარცხდა გასვლაზე 82-91. ჰითის კალათბურთელებს ბოლო ხუთივე შეხვედრა წაგებული აქვთ. 10 მოგებით და 23 წაგებით, ისინი ამავე კონფერენციის მე-13 ადგილზე იმყოფებიან.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, ყველა მათგანში გამარჯვება ბოსტონს დარჩა. მაიამი ბოლო ხუთ გასვლაზე საშუალოდ 89 ქულას აგდებს. ბოსტონის მონაგარი ამ მხრივ 102.4 ქულაა.

ვფიქრობთ, ბოსტონს არ უნდა გაუჭირდებს ამ შეხვედრის მოგება.  @ 1

 

ტრავმები:

ბოსტონი - ევერი ბრედლი;

მაიამი - კრის ბოში, გორან დრაგიჩი, ჯოშ მაკრობერთსი, დაიონ ვეიტერსი.

 

 

 

გოლდენ სტეიტი - დალასი

გოლდენს სტეიტი ტორონტოსთან დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, სახლში დალასს მიიღებს. ოქროს ბიჭუნები სახლში ფანტასტიურ კალათბურთს აჩვენებენ და გამონაკლისი არც ეს შეხვედრა არ უნდა გამოდგეს. მასპინძლებს ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, ყველა მოგებული აქვთ. ისინი, 28 მოგებით და 5 წაგებით, დასავლეთ კონფერენციას ლიდერობენ.

 

ბოლო ტურში, გამარჯვების მოპოვება მოახერხა დალასმა. მავერიქსის კალათბურთელებმა მძიმე ბრძოლაში დაამარცხეს ლეიკერსი. ტეხასელების წლევანდელი სეზონის ფორმიდან გამომდინარე, ოდნავ მოულოდნელიც კი იყო ეს გამარჯვება. ბოლო ხუთ გასვლაზე ნოვიცკის და კამპანიას სამი მოგება და 2 წაგება აქვს. 10 მოგებით და 23 წაგებით, დალასი დასავლეთ კონფერენციის მე-14 ადგილზე იმყოფება.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, ოთხში გამარჯვეა კარის და კამპანიას დარჩა. მასპინძლები ბოლო ხუთ საშნაო შეხვედრაში, საშუალოდ 121 ქულას აგროვებენ. დალასის მაჩვენებელი გასვლებზე ამ მხრივ 99.6 ქულაა. სტუმრები ორ თავის გამოკვეთილ ლიდერს - ნოვიცკის და ჯეი-ჯეი ბარეას მოისაკლისებენ.

ზემოჩამოთვლილი გათვალისიწინებით,, გოლდენმა თავიდანვე უნდა მოკიდოს საქმეს ხელი - მასპინძლების პირველ ნახევარში გამარჯვება @ -7.5

 

ტრავმები :

გოლდენ სტეიტი - არავინ;

 

დალასი - დირკ ნოვიცკი, ჯეი-ჯეი ბარეა, სალაჰ მეჯრი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები