Aa
Aa

"ჩელსი" "ლევერკუზენისთვის" 40 მილიონიან წინადადებას ამზადებს!

მექსიკის ნაკრებისა და ლევერკუზენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა, ხავიერ ერნანდესმა კარიერა შესაძლოა ლონდონის "ჩელსიში" გააგრძელოს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა "Bild" ავრცელებს.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, "არისტოკრატები" მზად არიან, რომ 28 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ იანვარში გერმანულ კლუბს 40 მილიონი ევრო შესთავაზონ, რაც "ლევერკუზენის" ხელმძღვანელობისთვისაც სავსებით დამაკმაყოფილებელი თანხაა.

მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად, "ჩიჩარიტომ" ჯამში 23 შეხვედრა ჩაატარა და 7 გოლის გატანა მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები