კოუტინიოს დაბრუნება გადაიდო
Aa
Aa

კოუტინიოს დაბრუნება გადაიდო

"ლივერპულის" ბრაზილიელი შემტევი ფელიპე კოუტინიო, "პრემიერლიგის" მე-13 ტურში, "სანდერლენდის" წინააღმდეგ გამართული მატჩისას მიღებული ტრავმის მკურნალობას კვლავაც განაგრძობს.

იყო ვარაუდი იმის შესახებ, რომ ფეხბურთელი მოედანს დეკემბრის ბოლოსთვის დაუბრუნდებოდა და "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ გასამართ მატჩში, საკუთარი გუნდის დახმარებასაც შეძლებდა. თუმცა "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი საწინააღმდეგო ინფორმაციას ავრცელებს.

"კოუტინიო თავს გაცილებით უკეთ გრძნობს, თუმცა "მანჩესტერ სიტისთან" მისი გამოყენება რათქმაუნდა დაუშვებელია. იგი ვერც 2 იანვარს, "სანდერლენდის" წინააღმდეგ გასამართ მატჩში ვერ დაგვეხმარება. შემდეგ კი, დანარჩენს არსებული სიტუაციის მიხედვით შევაფასებთ" - განაცხადა იურგენ კლოპმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები