სერენა უილიამსი დაინიშნა
ქალთა ჩოგბურთის გამორჩეულმა მოთამაშემ, ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა გათხოვება გადაწყვიტა. იგი ბიზნესმენ, ახალი ამბების სოციალური ქსელის Reddit-ის დამფუძნებელზე, 33 წლის ალექსის ოიანიანზე დაინიშნა.
აღნიშნული ამბავი ოიანიანმა საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე გამოაქვეყნა წარწერით: "მან თქვა კი".
უილიამსი და მისი მომავალი მეუღლე ერთმანეთს 2015 წლიდან მოყოლებული ხვდებიან.
მომზადებულია yahoo.com-ის მიხედვით