NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა
Aa
Aa

NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა

შარლოტა - მაიამი

ბოლო ტურში სტუმრად ორლანდოს განადგურების შემდეგ, შარლოტა შინ მაიამის მიიღებს. მასპინძლებს ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან ოთხი მოგება და 1 მარცხი აქვთ. 18 მოგებით და 14 წაგებით, შარლოტა აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 ადგილზე იმყოფება.

 

არცთუ კარგად მისდის საქმე მაიამის. ბოლო ტურში მან საშინაო მარცხი იწვნია ოკლაჰომასთან. ჰითის კალათბურთელებს ბოლო ხუთივე გასვლა წაგებული აქვთ. 10 მოგებით და 22 წაგებით, ისინი ამავე კონფერენციის მე-13 ადგილს იკავებენ.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, სამში გამარჯვება შარლოტას დარჩა. შარლოტა ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 107.2 ქულას აგოვებს, ხოლო მაიამი 102.4 ქქულას უშვებს.

შარლოტას გამარჯვება @ 1

ტრამები:

შარლოტა - მარკო ბელინელი, კოდი ზელერი;

მაიამი - კრის ბოში, გორან დრაგიჩი, ჯოშ მაკრობერთსი, დაიონ ვოთერსი.

 

 

 

ფინიქსი - ტორონტო

გასულ ტურში სან ანტონიოსთან მწარე მარცხის შემდეგ, ფინიქსი შინ ტორონტოს დამარცხებას შეეცდება. მასპინძლებს ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, მხოლოდ ორი მოგება აქვთ აქტივში. 9 მოგებით და 23 წაგებით, ფინიქსი დასავლეთ კონფერენციის ბოლო ადგილზე იმყოფება.

 

გაცილებით უკეთ აქვს საქმე ტორონტოს. კანადელებმა ბოლო ტურში „ოქროს ბიჭუნებთან“ დათმეს საგარეო შეხვედრა. ზოგადად ბოლო ხუთ გასვლით შეხვედრაში კი ოთხჯერ მიაღწიეს წარმატებას. 22 მოგებით და 9 წაგებით, ტორონტო აღმოსავლეთ კონფერენციის მე-2 ადგილს იკავებს.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან,  სამში გამარჯვება ფინიქსს დარჩა. მასპინძლები ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 115.8 ქულას უშვებენ. ტორონტო თავის მხრივ ბოლო ხუთ გასვლაზე საშუალოდ 108.4 ქულას აგდებს. გუნდების წლევანდელი ფორმიდან და მიზნებიდან გამომდინარე, სავსებით ლოგიკური ფსონი - ტორონტოს ფორა 2   @ -3.5

 

ტრავმები :

ფინიქსი - არავინ;

ტორონტო - ჯარედ სალინჯერი, დელონ რაითი.

 

 

იუტა - ფილადელფია

ბოლო ტურში სტუმრად ლეიკერსის დამარცხების შემდეგ, იუტა შინ მაჩანჩალა ფილადელფიას მიიღებს. მასპინძლებს ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, სამში აქვთ გამარჯვება მოპოვებული. 19 მოგებით და 13 წაგებით, ჯაზმენები დასვლეთ კონფერენციის მე-6 ადგილს სჯერდებიან.

 

მიჯრით სამი შეხვედრა აქვს წაგებული ფილადელფიას.  ბოლო ტურში, მან დაძაბულ შეხვედრაში დათმო შეხვედრა საკრამენტო კინგსთან. ბოლო ხუთ გასვლაზე, ფილადელფიას მხოლოდ ორი მოგება აქვს აქტივში. 7 მოგებით და 23 წაგებით, ფილადელფია აღმოსავლეთ კონფერნციის ბოლო ადგილს იკავებს.

 

 

გუნდების ბოლო ხუთივე  ურთიერთშეხვედრა ჯაზმენების გამარჯვებით დასრულდა. იუტა ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში მხოლოდ 94.2 ქულას უშვებს. ფიალდელფიას უშუალოდ იუტასთან კი ბოლო ხუთ გასვლაზე საშუალოდ 85.2 ქულა აქვს ჩაგდებული. უნდა ველოდოთ ნაკლებშედეგიან კალათბურთს.

 

ქულების რაოდენობა @ 200.5 ნაკლები

ტრავმები:

იუტა - ალექს ბარკსი,დანტე ექსუმი;

ფიალდელფია - ჯარედ ბეილისი, ჯერალდ ჰენდერსონი, ბენ სიმონსი, ჯოელ ემბიდი.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები