150 მილიონი ევრო ზამთრის სატრანსფერო პერიოდისთვის!
Aa
Aa

150 მილიონი ევრო ზამთრის სატრანსფერო პერიოდისთვის!

"ინტერის" ჩინელი ინვესტორები, რომლებსაც კლუბის აქციათა დიდი ნაწილი ეკუთვნით, მზად არიან რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდისთვის, ფეხბურთელების შესაძენად 150 მილიონი ევრო გამოყონ. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა "Mirror" ავრცელებს.

როგორც ანიშნული წყარო იუწყება, "ინტერის" მთავარ სამიზნეს "არსენალის" ფორვარდი, ალექსის სანჩესი წარმოადგენს, რომლის შესაძენადაც "ნერიაძური" ნებისმიერი თანხის გადასახდელად არის მზად.

28 წლის ჩილელ შემტევს ლონდონურ გუნდთან კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა ახალი ხელშეკრულების პირობებზე, მხარეები ჯერ-ჯერობით ვერ თანხმდებიან.

შეგახსენებთ, რომ ალექსის სანჩესი "არსენალმა" 2014 წელს, კატალონიის "ბარსელონადან" 42,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. მიმდინარე სეზონში ჩილელმა ლონდონური კლუბის მაისურით 24 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და 14 გოლის გატანა მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები