ზაფხულში ვენგერს შესაძლოა პოსტი დაატოვებინონ!
Aa
Aa

ზაფხულში ვენგერს შესაძლოა პოსტი დაატოვებინონ!

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ, ზაფხულში შესაძლოა ლონდონის "არსენალი" ჩაიბაროს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური ინტერნეტ-გამოცემა "tuttomercatoweb" ავრცელებს.

"მეთოფეთა" ამჟამინდელ დამრიგებელ არსენ ვენგერს, კლუბთან კონტრაქტი კიდევ ნახევარი წლით აკავშირებს, თუმცა "არსენალის" ხელმძღვანელობას, მასთან ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები ჯერ არ დაუწყია. ეს ყველაფერი კი იმის ეჭვს აჩენს, რომ ლონდონურ კლუბში 67 წლის ფრანგი სპეციალისტის მუშაობით უკმაყოფილონი არიან და ზაფხულში მისი შეცვლა აქვთ განზრახული.

თავის მხრივ, იმ შემთხვევაში თუ მიმდინარე სეზონში ტურინის "იუვენტუსმა" "ჩემპიონთა ლიგის" მოგება ვერ შეძლო, მასიმილიანო ალეგრის კარისკენ მიუთითებენ. მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში კი, "არსენალის" გაწვრთნის მთავარი კანდიდატი სწორედ ალეგრი იქნება, რადგან ბოლო პერიოდში ინგლისურ "პრემიერლიგას" იტალიელი სპეციალისტები საკმაოდ კარგად უღებენ ალღოს (კლაუდიო რანიერი და ანტონიო კონტე).

აქედან გამომდინარე, "არსენალის" ხელმძღვანელთა სურვილიც სავსებით გასაგები ხდება...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები