ანა ივანოვიჩი:
Aa
Aa

ანა ივანოვიჩი: "მე წავედი"

29 წლის სერბმა ჩოგბურთელმა, ანა ივანოვიჩმა, საჩოგბურთო კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. 

"გადავწყვიტე, რომ პროფესიონალური ჩოგბურთიდან წავიდე. რთული გადაწყვეტილებაა, რადგანაც ეს სპორტი ჩემი ცხოვრების ნაწილია. როცა 5 წლის ვიყავი და ტელევიზორში მონიკა სელეშის მატჩებს ვუყურებდი, მომინდა ამ დონეზე მეც მეთამაშა, რაც გარკვეულწილად გამომივიდა კიდეც". 

"WTA-ს 15 ტიტული მოვიგე და არაერთი დასამახსოვრებელი შეხვედრა ვითამაშე - ვიტყოდი, რომ ეს ყველაფერი არაა ცუდი ერთი პატარა სერბი გოგონასთვის".

"დღევანდელ სპორტში ფიზიკური მომზადება და მუდმივად მზადყოფნაა საჭირო, რაც ჩემთვის უკვე რთული შესასრულებელია". - დაასრულა ივანოვიჩმა. 

მსოფლიო ჩოგბურთის ერთ-ერთმა მთავარმა ლამაზმანმა 2008 წელს კარიერის ერთადერთი "დიდი სლემის" ტურნირი "როლან გაროსი" მოიგო და იმავე სეზონში "ავსტრალიის ღია პირველობის" ფინალში მარია შარაპოვასთან დამარცხდა. 

იგი იმავე 2008 წელს ჯამში 12 კვირის მანძილზე მსოფლიოს პირველი ჩოგანი იყო. 

ივანოვიჩმა კარიერის ბოლო მატჩი "ამერიკის ღია პირველობაზე" დენისა ალერტოვასთან ჩაატარა. 

 

 

მომზადებულია wtatennis.com-ის მიხედვით

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები