NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა
Aa
Aa

NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა

ორლანდო - შარლოტა

ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ, ორლანდი შინ შარლოტას მიიღებს. მასპინძლებს ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან სამი მოგება და 2 წაგება აქვთ. 15 მოგებით და 18 წაგებით, ორლანდო აღმოსავლეთ კონფერენციის მე-12 ადგილს იკავებს.

 

ბრუკლინთან მოულონდელი წაგების შემდეგ, შარლოტა ამ მწარე მარცხის დავიწყებას შეეცდება. ჰორნეთსის კალათბურთელებს, ბოლო ხუთი გასვლიდან მხოლოდ 1 მოგება აქვთ აქტივში. ისინი 8 ადგილით უსწრებენ თავის მეტოქეს და 17 მოგებით და 14 წაგებით, ამავე კონფერენციის მე-4 ადგილს სჯერდებიან.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, ოთხ მათგანში გამარჯვება შარლოტას დარჩა. ორლანდოს ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 210.2 ქულა ვარდება, ხოლო შარალოტას გასვლით შეხვედრებშ ეს მაჩვენებელი 20.4 ქულაა.  გუნდების ბოლო 3 ურთიერთშეხვედრიდან სამივეში, ტოტალი თავისფულად სცდებოდა 210 ქულას.

ასე რომ, სავსებით ლოგიკური ფსონი - 199.5 @ მეტი

ტრავმები :

ორლანდო - ევან ფურნიე;

შარლოტა - მარკო ბელინელი.

 

 

სან ანტონიო  - ფენიქსი

ჩიკაგოსთან დამაჯერებელი მარცხის შემდეგ, სან ანტონიო შინ ფინიქსს მიიღებს. ტეხასელებს, ბოლო ხუთივე შეხვედრა დამაჯერებლად აქვთ მოგებული და ეს მატჩიც არ უნდა გახდეს გამონაკლისი.  25 მოგებით და 6 წაგებით, პარკერი და კამპანია დასავლეთ კონფერენციის მე-2 ადგილზე იმყოფება.

 

განსხვავებული სიტუაციია ფინიქსის ბანაკში. სანსის კალათბურთელები გასულ ტურში სტუმრად ჰიუსტონთან გაანდგურდნენ. ბოლო ხუთი გასვლიდან, მათ მხოლოდ ერთი შეძლეს გამარჯვების მოპოვება. 9 მოგებით და 22 წაგებით, ამავე კონფერენციის მე-14 ადგილს იკავებს.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, როცა მასპინძელი სან ანტონიო იყო, ოთხი ტეხასელების სასარგებლოდ დამთავრდა. სან ანტონიო, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში საშუალოდ 115.4 ქულას აგროვებს. ფინიქსი თავის მხრივ, ბოლო ხუთ გასვლაზე საშუალოდ კატასტროფულ 117.4 ქულას უშვებს. ამ მატჩებიდან, ოთხში ფინიქსი, პირველ ნახევარში უშვება მინიმუმ 56-60 ქულას. სან ანტონიო კი, ბოლო მატჩების პირველ ნახევრებში, ყოველთვის აგროვებდა მინ. 55-56 ქულას.

 

სან ანტონიოს ქულების რაოდენობა მატჩის 1 ნახევარში  54.5 @ მეტი

 

 

ტრავმები:

სან ანტონიო - არავინ;

ფინიქსი - არავინ.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები