სუსო:
Aa
Aa

სუსო: "ეს უკვე მეტისმეტია"

"მილანის" ესპანელმა შემტევმა სუსომ, საკუთარი გუნდის ახალგაზრდა მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმას შესახებ ისაუბრა და მის მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა..

"17 წლის ასაკში ასეთ დონეზე თამაში უბრალოდ დაუჯერებელია. ის დიდებული მეკარეა და ყოველ ჯერზე, როდესაც მის თამაშს ვხედავ, ჩემთვის ვამბობ, "არა, ეს უკვე მეტისმეტია". დონარუმა ნამმდვილი ტალანტია და თავისუფლად შეუძლია, "მილანისა" და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა გახდეს" - განაცხადა სუსომ "Marca"-სთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ჯანლუიჯი დონარუმამ, "მილანის" მიერ გამართულ ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და ევროპის ერთ-ერთ მთავარ ტალანტად ითვლება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები