გუარდიოლა
Aa
Aa

გუარდიოლა "ლივერპულის" თამაშს დაესწრო

"პრემიერლიგის" მომდევნო ტურის ცენტრალური შეხვედრა 31 დეკემბერს, "ენფილდზე" გაიმართება, სადაც  "ლივერპული" "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება.

როგორც ჩანს, აღნიშნულ დაპირისპირებას "ქალაქელთა" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გუარდიოლა უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან კლოპის გუნდის შესასწავლად, კატალონიელი სპეციალისტი გუშინ, "ლივერპულსა" და "სტოკს" შორის გამართულ მატჩს დაესწრო.

აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი თავად "მერსისაიდელთა" დამრიგებელმა, იურგენ კლოპმაც გააკეთა, რომელმაც გუარდიოლას ამ საქციელზე ცინიკური კომენტარი გააკეთა:

"მე პატივს ვცემ "მანჩესტერ სიტის", თუმცა მათ თამაშებს არასოდეს დავსწრებივარ. შეიძლება გუარდიოლას უბრალოდ კარგი ფეხბურთის ყურება მოუნდა (იცინის). მანჩესტერელებთან მატჩს სულმოუთქმელად ველით. ეს ორივე გუნდისთვის რთული თამაში იქნება, თუმცა საკუთარი გულშემატკივრების სახით, ჩვენ დიდი უპირატესობა გვექნება" - განაცხადა იურგენ კლოპმა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები