ხესე
Aa
Aa

ხესე "ლას პალმასში"?

ფრანგული "პარის სენ-ჟერმენის" ესპანელი ფორვარდი, ხესე როდრიგესი, შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს და იჯარის წესით "ლას პალმასის" მაისური მოირგოს. 

ესპანური MARCA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კანარის კუნძულელები ხესეს აგენტთან მოლაპარაკებებს კვირაზე მეტია აწარმოებენ და როგორც ირკვევა, ფეხბურთელი "ლას პალმასში" თამაშზე თანახმაა, თუმცა პრობლემა ფეხბურთელის ხელფასშია. 

"ხესე თანახმაა, რომ ჩვენთან ითამაშოს, თუმცა ამჟამად კლუბს მისთვის სათანადო ხელფასის გადახდა არ შეუძლია. მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებებს ვაგრძელებთ და გამორიცხული არაფერია. ფაქტია, რომ თანამშრომლობისთვის ორივე მხარე მზადაა, რაც ოპტიმისტურად განმაწყობს". - აცხადებს "ლას პალმასის" პრეზიდენტი მიგელ ანხელ რამირესი. 

შეგახსენებთ, რომ 23 ხესე "პსჟ"-ში ამ ზაფხულს "რეალიდან" გადავიდა. 

 

მომზადებულია GOAL.COM-ის მიხედვით

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები