NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა
Aa
Aa

NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა

დალასი - ჰიუსტონი

ბოლო ტურში სტუმრად ნიუ-ორლეანთან წაგების შემდეგ, დალასი შინ ჰიუსტონის დამარცხებას შეეცდება. მავერიქსს, ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, სამი მოგება აქვს აქტივში. 9 მოგებით და 22 წაგებით, ის დასავლეთ კონფერენციის მე-14 ადგილს იკავებს.

 

კარგი განწყობით ხვდება ამ მატჩს ჰიუსტონი. ჰარდენმა და კამპანიამ, ბოლო ტურში შინ ფინიქსი გაანადგურა 131:115. სტუმრებს, ბოლო ხუთი გასვლიდან ოთხი გამარჯვება აქვს მოპოვებული. 23 მოგებით და 9 წაგებით, ისინი ამავე კონფერენციის მე-3 ადგილზე იმყოფებიან.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, ოთხში გამარჯვება ჰიუსტონს დარჩა.  დალასი ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში საშუალოდ 95.2 ქულას უშვებს, ხოლო ჰიუსტონი 115 ქულას აგროვებს. ფავორიტის სტატუსის გათვალისწინებით, სტუმრების გამაჯვება @ 2

ტრავმები:

დალასი - ედნრიუ ბოგუტი;

ჰიუსტონი - კლინტ კაპელა.

 

 

ლეიკერსი - იუტა

კლიპერსის დამარცხების შემდეგ, ამაღლებულ განწყობაზე ხვდება ამ მატჩს ლეიკერსი. ლოს ანჯელესელებს, ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, მხოლოდ ორი გამარჯვება აქვთ აქტივში. 12 მოგებით და 22 წაგებით, ლეიკერსი დასავლეთ კონფერენციის მე-12 ადგილს სჯერდება.

 

მიჯრით სამი მარცხი განიცადა იუტამ. ჯაზმენებმა ბოლო ტურში შინ ტორონტოსთან იწვნიეს მარცხი. ბოლო ხუთი გასვლიდან, სამი მათ სასარგებლოდ დამთავრდა. 18 მოგებით და 13 წაგებით, სტუმრები ამავე კონფერენციის მე-7 ადგილს იკავებენ.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, ოთხში გამარჯვება ჯაზმენებს დარჩათ. ლეიკერსი ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში საშუალოდ 108 ქულას უშვებს. იუტა კი ბოლო ხუთ გასვლაზე მხოლოდ 97,2 ქულას იღებს.

ვფიქრობთ, დროა იუტამ გაამართლოდ მასზე დამყარებული იმედი და მიაღწიოს გამარჯვებას @ 2.

ტრავმები:

ლეიკერსი - ხოსე კალდერონი, დანჯელო რასელი, ლარი ნენსი;

იუტა - ჯორჯ ჰილი, დანტე ექსუმი;

 

 

ბოსტონი - მემფისი

ნიუ-იორკთან გამარჯვების შემდეგ, ბოსტონი შინ მემფისს მიიღებს. ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, მწვანეებმა ორში მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. 18 მოგებით და 13 წაგებით, აღმოსავლეთ კონფერენციის მე-3 ადგილს იკავებს ბოსტონი.

 

არც ისე კარგი განწყობით ხვდება ამ მატჩს მემფისი. გრიზლის კალათბურთელები ბოლო ტურში, სტუმრად ორლანდოსთან დამარცხდნენ. ბოლო ხუთი გასვლიდან, მათ მხოლოდ ორჯერ მიაღწიეს წარმატებას. 20 მოგებით და 13 წაგებით, მემფისი დასავლეთ კონფერენციის მე-6 ადგილზე იმყოფებიან.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, სამში გამარჯვება მემფისს დარჩა.სტუმრები, ბოლო ხუთ გასვლაზე საშუალოდ 105.8 ქულას იღებენ საკუთარ კალათში. ბოსტონი კი ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში საშუალოდ  102.6 ქულას ყრის.

აქედან გამომდინარე, სავსებით ლოგიკური იქნება ვივარაუდოთ ბოსტონის ინდ. ტოტალი 100.5 @ მეტი

 

ტრავმები:

ბოსტონი - არავინ;

მემფისი - ბრენდა რაითი, დეიონტა დევისი;

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები