ბუფონი: ალეგრიმ ყველა სასიამოვნოდ გაგვაოცა
Aa
Aa

ბუფონი: ალეგრიმ ყველა სასიამოვნოდ გაგვაოცა

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარული მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი, კლუბის მიერ ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე, სასიამოვნოდ არის გაკვირვებული და მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს.

”ჯენოასთან მატჩში უზომოდ მნიშვნელოვანი იყო, როდესაც გუნდმა ძლიერი ემოციური ფონის გადალახვა შეძლო და ფოკუსირება კონკრეტულ შედეგზე მოახდინა. წლევანდელი “იუვენტუსი” უფრო მეტად დალაგებული და ცივ სისხლიანი მეჩვენება, რაც ძალიან ოპტიმისტურ განწყობაზე მაყენებს. ბუნებით მეოცნებე ვარ, მაგრამ სიმართლე გითხრათ მიმდინარე სეზონის დასაწყისში მიჭირდა იმის დაჯერება, რომ ზედიზედ მეოთხე სკუდეტოს მოვიპოვებდით. სტატისტიკა ჩვენს მხარეს არ იყო, ამავდროულად „რომაც“ აღმავლობას განიცდიდა. დღეს კი, გქონდეს ასეთი უპირატესობა და თან ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში შეგეძლოს თამაში, ეს გამაოგნებელია. ჩვენი გუნდის მთავარი პლიუსი, 24 საათის მანძილზე თავდაუზოგავი შრომა გახლავთ. სამწუხაროდ, გარკვეული პერიოდის მანძილზე ეს დაკარგული გვქონდა, მაგრამ კონტეს მოსვლამ ყველაფრის რეორგანიზება და გამარჯვებულის მენტალიტეტის დაბრუნება შეძლო. ალეგრი კი განსაკუთრბული აღნიშვნის ღირსია. იგი იმსახურებს გამორჩეულ ოვაციებს, რადგან მიხვიდე გუნდში, რომელმაც საოცარი და ისტორიული სამი წელიწადი შექმნა, არის ურთულესი გადაწყვეტილება. შენ ფაქტიურად ყველაფერს სასწორზე დებ და წარუმატებლობის შემთხვევაში რჩები არაფრით. მაქსმა კი გადადგა ეს მეტად სარისკო ნაბიჯი და რა შედეგებიც აქვს ამას ყველა ხედავთ. მის წინაშე ქედს ვიხრი.“ განაცხადა ჯანლუიჯი ბუფონმა

 

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს, როდესაც გუნდიდან ანტონიო კონტეს წასვლის თაობაზე ინფორმაცია გაჩნდა, „იუვენტუსის“ ბევრმა გულშემატკივარმა კლუბის წარმატებული პერიოდის დასასრული იწინასწარმეტყველა. ამის ფონზე გუნდში მასიმილიანო ალეგრის დანიშვნა ცეცხლზე ნავთის დასხმას მოაგავდა, რადგან უამრავი ქომაგი საკმაოდ აგრესიულად დახვდა ბიანკონერთა ამჟამინდელ თავკაცს. ტურინელთა საბედნიეროდ, მასიმილიანომ უმეტესობა მათგანის გული წარმატებით მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები