Aa
Aa

"ბარსას" ფანებმა მოდრიჩი გამოარჩიეს

კატალონიურმა სპორტულმა გამოცემა El Mundo Deportivo-მ, "ბარსელონას" ფანებს შორის გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც "ბლაუგრანას" ფანებს მათი აზრით "რეალის" საუკეთესო მოთამაშე უნდა დაესახელებინათ. 

როგორც აღმოჩნდა, ხმების უმრავლესობა არა კრიშტიანუმ, ბეილმა ან ბენზემამ, არამედ ხორვატმა ლუკა მოდრიჩმა მიიღო. 

კიდევ ერთი გამოკითხვა "ბარსას" საჩემპიონო შანსებს ეხებოდა და გულშემატკივართა 84%-ს სჯერა, რომ მათი საყვარელი კლუბი 6 ქულიან ჩამორჩენას აღმოფხვრის და "ლა ლიგის" ამ სეზონის გამარჯვებული გახდება. 

კითხვაზე მოიგებს თუ არა "ბარსელონა" ჩემპიონატს, თასსა და "ჩემპიონთა ლიგას" დადებითად 54%-მა პროცენტმა უპასუხა. 

 

მომზადებულია marca.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები