სუსო
Aa
Aa

სუსო "მილანთან" კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა!

იტალიური "მილანის" შეტევების ერთ-ერთი ლიდერი სუსო, დიდი ალბათობით, კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. 

აღნიშნულთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს და როგორც ირკვევა, მხარეებმა 99%-ით შეთანხმებასაც მიაღწიეს.

ახალი კონტრაქტის თანახმად, 23 წლის ესპანელი "სან სიროზე" 2021 წლის ზაფხულამდე დარჩება. 

სუსოს სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 5 გოლი აქვს გატანილი. 

 

მომზადებულია football-italia.net-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები