ჩინეთს შესაძლოა
Aa
Aa

ჩინეთს შესაძლოა "პრემიერლიგის" კიდევ ერთმა ვარსკვლავმა მიაშუროს!

ლონდონის "ჩელსის" ახალგაზრდა ბრაზილიელი ფეხბურთელის, ოსკარის შემდეგ, ჩინეთის ჩემპიონატში კარიერა შესაძლოა "პრემიერლიგის" კიდევ ერთმა ვარსკვლავმა გააგრძელოს. საქმე კი, არც მეტი არც ნაკლები, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელ, უეინ რუნის ეხება.

როგორც ბრიტანული გამოცემა "Mirror" იუწყება, სეზონის დასრულების შემდეგ, 31 წლის ინგლისელ ფეხბურთელთან კონტრაქტი გაფორმებას ჩინური "გუანჯოუ ევერგრანდი" და "ბეიცზინ გოანი" იმედოვნებენ. ტრანსფერის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, უეინ რუნი ანაზღაურება კვირაში 700 000 ფუნტი იქნება!

იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ რუნი ძველებურად ვეღარ ბრწყინავს, აღნიშნული ტრანსფერი შესაძლოა მართლაც განხორციელდეს.

მიმდინარე სეზონში, უეინმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით 17 მატჩი ჩატარა და მხოლოდ 3 გოლის გატანა მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები